Microsoft ვორდის უფრო მუქ "Dark Mode"-ზე მუშაობს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თუკი ჯერ არ იცით, Microsoft Word-ს ბნელი რეჟიმი უკვე აქვს, თუმცა ის არასაკმარისად შავია. იმისათვის, რომ მივხვდეთ, რას გულისხმობს ეს, შეგვიძლია ქვემოთ მოყვანილ ფოტოს შევხედოთ.
როგორც ვხედავთ, ჩარჩო შავია, თუმცა საწერი სივრცე მაინც თეთრად რჩება. Paul Thurrot-ის თქმით, მაიქროსოფტი ამ "პრობლემის" მოგვარებაზე მუშაობს და სულ მალე, შეიძლება, სრულად ბნელი ვორდიც ვიხილოთ, რომელიც ასე გამოიყურება.
ვორდში ღამის რეჟიმის გააქტიურება შემდეგი ნაბიჯებითაა შესაძლებელი — File > Options > General > Personalize და შემდეგ Office Theme-ში ვირჩევთ Black-ს.
კომენტარები