Microsoft ფაილის ატვირთვის ლიმიტებს 100 გიგაბაიტიდან 250 გიგაბაიტამდე ზრდის. ეს ნამდვილად კარგი ამბავია მათთვის, ვინც პანდემიის გამო სახლიდან მუშაობს. ისეთი პროექტები, რომლებიც 4K და 8K ვიდეოებს მოიცავს, ძალიან დიდია, ამიტომ მათი ატვირთვა პრობლემა იყო. ახლა ეს უფრო გაადვილდება.

ამ სიახლის გამოყენება, საქმიან ურთიერთობებთან ერთად, პირადი სარგებლობისთვისაც შეგვეძლება. დიდი ვიდეო და ფოტო კოლექციების ატვირთვა ახლა უფრო მარტივი იქნება.

Microsoft-ში ამბობენ, რომ 250 გიგაბაიტიანი ლიმიტი იანვრის ბოლოსთვის დაიწყებს გააქტიურებას. ხოლო მთლიანად ხელმისაწვდომი, დაახლოებით, სამ თვეში იქნება.

აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა ბოლოს ატვირთვის ლიმიტი გასული წლის ივლისში გაზარდა. მაშინ ზრდა 15 გიგაბაიტიდან 100 გიგაბაიტამდე მოცულობის ინფორმაციის ატვირთვის შესაძლებლობაში აისახა.