LG ტელევიზორის ახალ ეკრანზე მუშაობს, რომელიც სურვილისამებრ მოიხრება და გაბრტყელდება
LG-იმ უახლესი ეკრანის პროტოტიპი წარადგინა. 121 სანტიმეტრიანი მოქნილი OLED პანელი, რომელიც შეიძლება მოიხაროს კომპიუტერული თამაშებისთვის ან გაბრტყელდეს ტელევიზორის ყურებისას, ნამდვილად გასაოცარია.
კომპანიამ ადრე 165 სანტიმეტრიანი ტელევიზორი წარადგინა, რომელსაც ასევე მოქნილი ეკრანი ჰქონდა. ის თვითმფრინავის მგზავრებისთვის იყო განკუთვნილი.
რაც შეეხება ახალ მოდელს, რომელიც მიმდინარე წლის ვირტუალურ CES–ზე გამოჩნდება, გააჩნია (CSO) ტექნოლოგია, რის მიხედვითაც ეკრანი ხმასთან ერთად ვიბრირებს. 121 სანტიმეტრიან ტელევიზორს გამრუდება სპეციალურად კომპიუტერული თამაშებისთვის შეუძლია.
LG ამით ხაზს უსვამს, რომ მისი ახალი პროტოტიპი იდეალური იქნება კომპიუტერული თამაშებისთვის. მას შეეძლება რადიუსის 1000 მილიმეტრით გადახრა და თამაშის პროცესში ხმასთან ერთად ვიბრირება.
აღსანიშნავია, რომ ეს ახალი ტელევიზორები LG Display-ის ექსპერიმენტულ მოქნილ ეკრანების სერიაში შედის. ამ სერიაში შეხვდებით ისეთ ტელევიზორებს, რომლებსაც გამჭვირვალე და თვითჩაკეცვადი ეკრანები აქვთ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები