გავრცელებული ინფორმაციით, Zoom საკუთარ ელფოსტის სერვისზე მუშაობს
Zoom და Google უკვე მოიაზრებიან კონკურენტებად ვიდეოკონფერენციების პლატფორმების ველში. Google Meet Zoom-ის პირდაპირი კონკურენტია. ამჯერად კი, როგორც ჩანს, Zoom ელფოსტის კუთხითაც აპირებს Google-ს კონკურენცია გაუწიოს. The Information-ის თანახმად, Zoom მომხმარებელს საკუთარ იმეილისა და კალენდარს უმზადებს, რითაც მის ვიდეოკონფერენციების სერვისს უფრო მოსახერხებელსა და სრულფასოვანს გახდის.
2020 მნიშვნელოვანი წელი იყო ვიდეოკონფერენციების პლატფორმებისთვის. პანდემიამ სახლებში ჩაგვკეტა. მუშაობისა თუ სწავლისთვის კი სწორედ ვიდეოზარების გზას ვიყენებდით. 2021 წელს, როცა სავარაუდოა, რომ მსოფლიო ჩვეულ ცხოვრების სტილს უნდა დაუბრუნდეს, მსგავსი პლატფორმები აქტუალურობას ისევ დაკარგავენ. (ყოველ შემთხვევაში, იმასთან შედარებით, რა მოთხოვნაც ახლა მათზე არსებობს). შესაბამისად, Zoom ცდილობს მის ერთგულ მომხმარებლებს ახალი სერვისები შესთავაზოს. შესაბამისად კი, მათი შენარჩუნება შეძლოს.
წყაროს ცნობით, Zoom-ის იმეილ სერვისი 2021 წელს გამოჩნდება. თუმცა, Gmail უკვე არსებობს და მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მისთვის კონკურენციის გაწევა კი, Zoom-ს, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდება.
კომენტარები