კრისტალმა თბილისში ორი ახალი სერვისცენტრი გახსნა
მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, კრისტალი, ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების პარალელურად განაგრძობს საფილიალო ქსელის განვითარებას და მომხმარებლებისათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებას.
დეკემბრის თვეში კრისტალმა თბილისის ორ რაიონში - დიდუბესა და ისანში ახალი სერვისცენტრები გახსნა, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 09:30-დან 22:30 საათამდე მოემსახურება. თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გათვალისწინებით სერვისცენტრები 19:00 სთ-მდე იმუშავებენ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტერები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ისეთ საფინანსო სერვისებს მიაწვდიან, როგორიცაა ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება, ვალუტის კონვერტაცია, ოქროთი უზრუნველყოფილი სესხის გაცემა, კომუნალურების გადახდა. დიდუბის სერვისცენტრში სწრაფი სესხების გაცემაც იქნება შესაძლებელი.
როგორც კრისტალის უფროსი ბიზნეს ოფიცერი მელანია კუჭუხიძე აღნიშნავს: "ჩვენ, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე. როგორც იცით, ფილიალებსა და სერვისცენტრებთან ერთად კრისტალის სერვისების მიღება დისტანციურადაც არის შესაძლებელი. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ მომხმარებელთა საჭიროებებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა და წვდომა დისტანციურ არხებზე და ფიზიკურ არხებში ვიზიტს ამჯობინებენ. ცხადია ახალი ლოკაციების შერჩევამდე ჩვენ შევისწავლეთ ბაზარზე არსებული გარემო, გავითვალისწინეთ მომხმარებელთა მოთხოვნები და ახალი სერვისცენტრების გახსნაც სწორედ ამის საფუძველზე დავგეგმეთ. ჩვენი მიზანია მომსახურების ახალი ცენტრების მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდეს ჩვენი კომპანიის საქმიანობის არეალი, გაიზარდოს მომსახურების არხები და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა. რაც მთავარია, მათი ჰქონდეთ შესაძლებლობა ზედმეტი გადაადგილების და დროის დახარჯვის გარეშე შეძლონ კომპანიის სერვისებით სარგებლობა, რაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების პერიოდში ასე მნიშვნელოვანია".
სერვისცენტრების გახსნით კომპანიამ დამატებით ახალი სამუშაო ადგილებიც შექმნა და ახალი თანამშრომლები დაასაქმა. ამ ეტაპზე კრისტალი ქვეყნის მასშტაბით 48 ოფისით არის წარმოდგენილი, მათ შორის მომხმარებლები მომსახურებას თბილისის სხვადასხვა უბნებში ექვსი ლოკაციიდან იღებენ. მომსახურების ახალი ცენტრების გახსნას კრისტალი 2021 წელსაც გააგრძელებს.
ახალი სერვისცენტრების მისამართებია:
- დიდუბე - გ. ცაბაძის ქ #17ა
- ისანი - მეტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორია
- კრისტალის ფილიალების მისამართები იხ. აქ.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები