Apple-ის თვითმართვადი მანქანები, სავარაუდოდ, 2024 წელს გახდება ხელმისაწვდომი
Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიური გიგანტი Apple გეგმავს თვითმართვადი სამგზავრო მანქანის წარმოებას, რომელიც 2024 წელს გახდება ხელმისაწვდომი. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თვითმართვადი ავტომობილების წარმოების კუთხით მომუშავე 200-მდე ადამიანი, სამსახურიიდან გაათავისუფლეს.
პროექტი, სახელწოდებით Project Titan, პირველად, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა 6 წლის წინ დაამტკიცა. ჭორები Apple–ის მიერ ავტომობილების შექმნის მცდელობასთან დაკავშირებით, 2015 წელს გავრცელდა. მას შემდეგ, პროექტი მკაცრად ინახებოდა.
Apple-ს, შესაძლოა, ჰქონდეს ამბიციური გეგმები საავტომობილო სფეროში, რომელიც მხოლოდ თვითმართვადი ავტომობილების შექმნას არ მოიცავს. Reuters-ის თანახმად, კომპანია მუშაობს ახალ ელემენტზე, რომელსაც შეეძლება "რადიკალურად" შეამციროს ბატარეების ღირებულება და გაზარდოს მუშაობის დრო.
"თუ პლანეტაზე არის კომპანია, რომელსაც ამის რესურსი აქვს, ეს, ალბათ, Apple-ია", — განუცხადა Reuters-ს Project Titan-ის უცნობმა წევრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმართვადი მანქანის ტექნოლოგია დაეყრდნობა Apple -ის მიერ აქამდე შექმნილ პროდუქტებს. ცნობილია, რომ Apple–ის iPhone 12 Pro და iPad Pro მოწყობილობებში ჩაშენებულ სენსორებს დიდი როლი ექნება Project Titan-ის განვითარებაში.
კომენტარები