Chrome-ის მილიონობით მომხმარებელს ამ 15-მა extension-მა ინფორმაცია მოპარა
თებერვალში, Google-მა 500-მდე extension წაშალა, რომელიც ქრომის მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებდა. ამ თვეს კი, Avast-მა გამოავლინა, რომ კიდევ 15 extension მოიპოვებოდა, რომელიც მომხმარებლების ინფორმაციას იპარავდა.
ეს extension-ები, ძირითადად, Instagram-ის და Facebook-ის დამატებითი, გარე ფუნქციებისთვის იყო გათვლილი და მომხმარებლებს სხვადასხვა ინფორმაციას იპარავდა, როგორიცაა იმეილი, დაბადების თარიღი, აქტიური ხელსაწყოების მონაცემები და ა.შ.
Avast-მა ამ extension-ების მონიტორინგი ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყო, თუმცა სავარაუდოა, რომ ქრომის ეს აპლიკაციები მომხმარებლების ინფორმაციას წლების მანძილზე იპარავდნენ. ზოგადად Chrome უსაფრთხო ბრაუზერია, თუმცა, მისი "აქილევსის ქუსლი" სწორედ extension-ებია. მიუხედავად იმისა, რომ Chrome-ზე გარკვეული პრობლემური აპლიკაციები იპარება, საერთო ჯამში extension-ები მომხმარებლების გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ამ 15 საეჭვო extension-ის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
- Direct Message for Instagram
- DM for Instagram
- Invisible mode for Instagram Direct Message
- Downloader for Instagram
- App Phone for Instagram
- Stories for Instagram
- Universal Video Downloader
- Video Downloader for FaceBook™
- Vimeo™ Video Downloader
- Zoomer for Instagram and FaceBook
- VK UnBlock. Works fast.
- Odnoklassniki UnBlock. Works quickly.
- Upload photo to Instagram™
- Spotify Music Downloader
- The New York Times News
15 ექსთენშენის მანკიერი პრაქტიკის მერე, ისინი Chrome-იდან წაიშალა.
კომენტარები