“ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს, დროზე ფიქრის გარეშე”, — ამბობენ კომპანია Zoom-ში.

ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom შეხვედრის 40 წუთიან ლიმიტს ხსნის და ეს ყველაფერი კონკრეტულ დღესასწაულებს შეეხება. ლიმიტები მოიხსნება ჰანუკაზე, შობაზე, ახალ წელსა და კვანზააზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 40 წუთიანი ლიმიტი გასულ თვეში, მადლიერების დღისთვისაც ანალოგიურად მოხსნა.

ქვემოთ მითითებულია ზუსტი დრო, როდესაც Zoom-ით საუბარი ულიმიტოდ შეგვეძლება:

  • ხუთშაბათს, 17 დეკემბრის საღამოს 7 საათიდან, 19 დეკემბრის შუადღის 3 საათამდე, ჰანუკას დასრულებამდე;
  • ოთხშაბათს, 23 დეკემბრის საღამოს 7 საათიდან, 26 დეკემბრის შუადღის 3 საათამდე;
  • ოთხშაბათს, 30 დეკემბრის საღამოს 7 საათიდან, შაბათს 2 იანვრის შუადღის 3 საათამდე, ახალი წლის დღეს და კვანზაას ბოლომდე;

ჩვეულებრივ, Zoom-ის უფასო მომსახურების გამოყენებით, შეხვედრა 40 წუთზე მეტ დროს არ გრძელდება. თუ 40 წუთის შემდეგაც გსურთ საუბარი, პირველი შეხვედრა უნდა დაასრულოთ და თავიდან შექმნათ ახალი.

ჩამოთვლილ დღესასწაულებზე ლიმიტის მოხსნით, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ვირტუალური შეხვედრები ნაკლებად იქნება დროზე ორიენტირებული და ადამიანები საუბარს უფრო თავისუფლად შეძლებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.