Oneplus 9-ის სავარაუდო დიზაინი და მონაცემები ცნობილია
სულ ახლახან გავრცელდა Oneplus 9-ის სავარაუდო დიზაინი და მონაცემები. ამჯერად, კომპანიამ კამერის დიზაინის შეცვლა გადაწყვიტა. კამერაზე გვხვდება წარწერა “Ultrashot”, რაც გვანიშნებს ახალი ტექნოლოგიის ტელეფონის კამერაში გამოყენებას. ჯერჯერობით უცნობია, Oneplus აპირებს თუ არა კამერის ძირეულად განახლებას, თუმცა გავრცელებული ფოტოების მიხედვით, კამერის ტექნოლოგიაში დიდ გარდატეხას უნდა ველოდოთ. ტელეფონს, სავარაუდოდ, 48 და 16 მეგაპიქსელიანი კამერები ექნება.
აქვე ვამჩნევთ ამავე ტელეფონის სავარაუდო ეკრანის დიზაინს. Oneplus 9-ს ექნება 120 ჰერციანი 6.55 ინჩის ზომის ეკრანი, კამერის ჭრილით (ისევე, როგორც მის წინამორბედს აქვს).
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, Oneplus 9 სრულიად ახალი პროცესორით, Snapdragon 888-ით, ინტეგრირებული 5G ტექნოლოგიით, 8 GB RAM-ითა და მინიმუმ 128 GB მახსოვრობით გამოვა. სავარაუდოდ, სხვა მოდელებიც იქნება უფრო ძლიერი მონაცემებით, თუმცა პრემიუმ ვერსიები გაცილებით ძვირი ეღირება.
მოცემული ტელეფონი, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტში გამოვა, მანამდე კი გავრცელებულ ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ.
კომენტარები