Mass Effect იდუმალებით მოცული თიზერით ბრუნდება — ვიდეო

ფოტო: Microsoft Game Studios
Mass Effect არის სამხედრო, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის თამაში, რომელიც შექმნა პრესტონ ვატამანიუკმა, დრიუ კარპიშინმა და კეისი ჰადსონმა და ამჟამად, ფლობს კომპანია Electronic Arts. თამაშის პირველი ნაწილი შეიქმნა BioWare-ის მიერ და განეკუთვნებოდა მესამე პირის შუთერის ტიპს. Mass Effect პირველი ნაწილის გამოცემიდან მალევე, EA-მ შეიძინა.
The Mass Effect-ის ახალი ნაწილის პრეზენტაციამდე ჯერ ადრეა, მაგრამ გამოქვეყნდა მოკლე თიზერი, სადაც ნაჩვენებია როგორ იღებს პერსონაჟი თოვლიდან აღჭურვილობის ნაწილს, რომელზეც Mass Effect-ის სტუდიის N7-ის ლოგოა გამოსახული. თიზერი იხურება სიტყვებით — "მასობრივი ეფექტი გაგრძელდება."
Twitter-ზე, BioWare–ის მიერ გაკეთებულ ტვიტში ნათქვამია, რომ Mass Effect-ის ახალი ნაწილი — "ადრეულ წარმოებაშია".
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თიზერში ნავენებია Liara, გეიმერებისთვის ერთი-ერთი ცნობილი პერსონაჟი — ან, სულ მცირე, ვინმე, ვინც ძალიან ჰგავს მას, Liara Asari-ის რასის წარმომადგენლია, როგორც თამაშიდან ვიგებთ, Asari-ის რასის წარმომადგენლებს შეუძლიათ ასობით წლის განმავლობაში იცხოვრონ, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომავალ Mass Effect-ის სერიაში, გეიმერებს ამ რასის წარმომადგენლების ხილვის საშუალება, შესაძლოა, ჰქონდეთ.
ფრენჩაიზის ბოლო ნაწილი, Mass Effect: Andromeda — რომელშიც მონაწილეობდნენ ახალი მსახიობები, გამოვიდა 2017 წელს, ამ დროისათვის კი თამაშმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო.
კომენტარები