ნახეთ: საქართველოს ბანკის ახალი ბარათი, რომელიც გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიით "ცოცხლდება"
საბანკო ბარათი ის პროდუქტია, რომელიც ყველას გვაქვს და რომლის შესახებაც მაინცდამაინც ბევრს არ ვფიქრობთ. თუ ფორმისა თუ დიზაინის ცვლილებას არ ჩავთვლით, ამ პროდუქტს დიდი ხანია ინოვაცია არ შეხებია.
საქართველოს ბანკმა, როგორც ჩანს, ამ რეალობის შეცვლა გადაწყვიტა, უფრო სწორად კი, არსებულ რეალობას ახალი განზომილება დაუმატა და ახალი ბარათი გვაჩვენა, რომელიც AR ტექნოლოგიის დახმარებით "ცოცხლდება".
გაფართოებული რეალობის მეშვეობით, ბარათმა შეიძლება უამრავი ფუნქცია შეიძინოს: მაგალითად, შეგიძლია ინტერნეტბანკის გარეშე ნახო ნაშთი ან ბოლო ოპერაციები, გაიგო, სად შეგიძლია დახარჯო დაგროვების პროგრამებით მიღებული ქულები, მოძებნო უახლოესი ბანკომატი და მიიღო პერსონალიზებული შემოთავაზებები, რომელთაც ვერც ერთ ბროშურაში ვერ ამოიკითხავ. გაფართოებული რეალობა პროდუქტს, რომლის გამოყენებაც უბრალოდ ჩვევად არის ქცეული, აღტაცებისა და გართობის ელემენტს უბრუნებს.
ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდია ბარათის ფუნქციებთან დაკავშირებით. დეტალები ბანკს ჯერ არ გაუხმაურებია.
პ.ს. რაც შეეხება ბარათის დიზაინს, ის, როგორც ჩანს, მზის ჩასვლით (ან — ამოსვლით) არის ინსპირირებული.
კომენტარები