Google-მა Android-ის მომხმარებელთათვის ახალი ფუნქციები წარადგინა
Google Android-ში ერთ-ერთ ძალიან საჭირო ფუნქციათა ნაკრებს ამატებს. ამჯერად, კომპანია ამერიკელ და ბრიტანელ გამომცებლებთან თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Play Store-იდან ავტომატურად მოთხრობილი აუდიოწიგნების გადმოწერას შეძლებთ. ამ ეტაპისთვის, გამომცემლებს შეზღუდული წვდომა ავტომატურად მოთხრობის სისტემის ბეტა ვერსიასთან, თუმცა ის ყველა გამომცემლისთვის ხელმისაწვდომი 2021 წლის დასაწყისში გახდება.
Google კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს ნავიგაციის გაადვილებისთვის. ეს არის Android Auto, რომელიც გლობალურად უახლოეს თვეებში გახდება ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება Android 10-ზე, ან უფრო ახალ ვერსიაზე. სპეციალური აპლიკაციის დახმარებით კი შესაძლოა მისი მოხმარება Android 9-სა და უფრო ძველ ოპერაციულ სისტემებზეც შეძლოთ.
თუ თქვენ Google Maps-ს მარშრუტის დასაგეგმად იყენებთ, აპლიკაციაში შემოთავაზებული იქნება ფუნქცია Go Tab, რომელიც ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილებამდე მისვლაში დაგეხმარებათ. ასევე, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ჩამატებაც კი შეგეძლებათ, რაც დაგეხმარებათ გამგზავრებისა და ჩამოსვლის დროების ერთდროულად ნახვაში. ეს ფუნქციაც, რამდენიმე კვირაში, უკვე ხელმისაწვდომი იქნება.
სხვა ცვლილებები?
რამდენიმე კვირაში Nearby Share საშუალებას მოგცემთ Google Play-ს აპლიკაციები ინერნეტის გამოუყენებლადაც კი გააგზავნოთ სხვა ანდროიდ სმარტფონებზე. Voice Access კი უფრო ხელმისწავდომი ხდება Android 6-სა და უფრო ახალ ოპერაციულ სისტემებზე. და, რა თქმა უნდა, თუ თქვენ Gboard’s emoji combination-ის აქტიური მომხმარებლები ხართ, მაშინ თქვენთვის სიახლეა, რადგან Emoji Kitchen-ის კომბინაციების რაოდენობა ასეულებიდან 14 000-მდე გაიზარდა.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ Google ცდილობს ისეთი ფუნქციების დამატებასა და განახლებას, რაც პატარა, მაგრამ პრაქტიკულია და ასევე ხელმისაწვდომია ნებისმიერი Android-ის ოპერაციული სიტემისთვის, ძველი იქნება ეს, თუ ახალი.
კომენტარები