Google-მა Street View აპლიკაცია ანდროიდისთვის განაახლა. ახლა უკვე შეგეძლებათ გადაიღოთ და ატვირთოთ საკუთარი ქუჩის ფოტოები და ეს ყველაფერი თქვენი მობილურიდან!

აქამდე ძირითადად ფოტოები, რომელიც ქუჩებს ასახავდა, თავად Google-ისგან იყო მოწოდებული. ახლა Gooogle საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებმა საკუთარი ქუჩების ფოტოები თავად ატვირთონ. ამისთვის საჭიროა გქონდეთ 360 გრადუსის კამერის მოწყობილობა.

როგორც Google Maps Blog-ში აღინიშნა, ანდროიდისთვის გამოყოფილი Street View აპლიკაცია განახლდა, რათა მომხმარებელს შესთავაზონ უფრო დახვეწილი სერვისი, რაც გულისხმობს საკუთარი ქუჩის ფოტოების ატვირთვას.

მიზეზი, რის გამოც სურათების გადაღება პირდაპირ აპლიკაციაში გჭირდებათ, არის ის, რომ კავშირების ჩაწერა ხდება იგივე ARCore-ში, augmented reality-ში, რომელიც უზრუნველყოფს Google Maps- ის Live View-ს და Pixel 5-ის AR გამოცდილებას.

ჩაწერის დაწყებისთანავე შეგიძლიათ ქუჩაში იმოძრაოთ და თქვენი ტელეფონი პერიოდულად გადაიღებს მოგზაურობის კადრებს.

Google-ის თანახმად, მათ უკვე დაამტკიცეს ბრაზილიიდან, იაპონიიდან და ნიგერიიდან წარდგენილი რამდენიმე ადრეული ჩანაწერი.

გუგლის მიერ საკუთარი Street View კადრების მსგავსად, ფიზიკური პირის მიერ ატვირთული ყოველი ფოტო იდენტიფიცირებას გაივლის და მხოლოდ ამის მერე აიტვირთება.

ამ დროისთვის Street View-ს განახლებული ფუნქციის გამოყენება მხოლოდ ოსტინში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, კოსტა-რიკაში, ინდონეზიასა და ნიგერიაშია შესაძლებელი. მალე Google-ის ახალი აპლიკაციის გამოყენება სხვებსაც შეეძლებათ.