Razer-მა ახალი კომპაქტური გეიმინგ კომპიუტერი გამოუშვა
გეიმინგ პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია Razer-მა წარგვიდგინა სრულიად კომპაქტური გეიმინგ კომპიუტერი, სახელად Tomahawk. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, პანდემიის გავლენით, გეიმინგის მიმართულებით მომუშავე კომპანიებმა დიდად ინოვაციური ვერაფერი გამოუშვეს, მათ ახლა მაინც შეძლეს შეერთებულ შტატების ბაზარზე ახალი პროდუქციის გაშვება. Tomahawk ახლა უკვე Razer-ის ოფიციალურ ვებგვერდზე იყიდება და მისი ფასი $2400-დან იწყება. 30 დღის შემდეგ კი, ამ პროდუქტს სხვადასხვა გადამყიდველთანაც შევხვდებით.
ეს კომპაქტური კომპიუტერი არის აწყობილი ინტელის NUC 9 Extreme Compute Element ბარათზე, რაც ნიშნავს "კარტრიჯს", რომელზეც კომპიუტერის ნაწილებია აგებული (პროცესორი, RAM და SSD მახსოვრობა). მისი ზუსტი მონაცემები კი ასეთია: პროცესორი Intel Core i9-9980HK, 16GB DDR4 სწრაფი მეხსიერება ანუ RAM და 512GB SSD მახსოვრობა, რომელთან ერთადაც 2 ტერაბაიტიანი მყარი დისკიც არის მიერთებული. რაც შეეხება გრაფიკული ბარათს, ამ კომპიუტერს სრულიად ახალი RTX 3080 ვიდეობარათი აქვს ჩაშენებული. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს კომპიუტერი სრულიად კომპაქტურია და თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ/გააძლიეროთ ეს გეიმინგ კომპიუტერი.
რაც შეეხება კომპიუტერის ქეისს, იგი სრულიად ალუმინისგანაა აწყობილი, რომელსაც თან ერთვის RGB განათებები. მას აქვს 4 USB-A , 2 USB-C Thunderbolt 3, ასევე ინტერნეტის კაბელისა და ყურსასმენების შესაერთებელი პორტები.
კომენტარები