როგორც ჩანს, ასტრონავტებს კოსმოსში ალკოჰოლური სასმელი ჩუმად მიაქვთ
ბევრისთვის კოსმოსში გაფრენა ბავშვობის ოცნებაა. წარმოიდგინეთ, რომ ამ ოცნების ახდენა შეძელით და კოსმოსური ხომალდიდან დედამიწას გადმოჰყურებთ. ამის კარგი ლუდით ან შამპანურით აღნიშვნა სასიამოვნო იქნება. როგორც ჩანს, ამ სენტიმენტს ასტრონავტებიც იზიარებენ.
ახალი წიგნის მიხედვით, ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) სასმელი ხშირად მიაქვთ:
"NASA გეტყვით, რომ ISS-ზე ალკოჰოლი არ არის", — ამბობს ასტრონავტი კლეიტონ ანდერსონი. "მე როგორც ადამიანი, ვინც კოსმოსურ სადგურზე 5 თვე ვიცხოვრე, გეტყვით, რომ ეს სისულელეა".
კრის კარბერიმ წიგნი გამოსცა, სახელით "ალკოჰოლი კოსმოსში", რომელიც სანტერესო ისტორიას ყვება, როგორ მიქონდათ ასტრონავტებს და კოსმონავტებს ალკჰოლური სასმელები დედამიწის ორბიტაზე. როგორც ჩანს, რუსული კოსმოსური პროგრამა ალკოჰოლის კოსმოსში წაღებაზე განსაკუთრებით ხუჭავს თვალს. აღსანიშნავია, რომ კოსმონავტებს არყის ბრენდი ურჩევნიათ.
"მათ კონიაკის ბოთლები წიგნებში ჰქონდათ ჩამალული ან წვენის კონტეინერებში ჩუმად ასხამდნენ...", — წერს კარბერი.
ასეთ ანეკდოტური ისტორიები საინტერესო იმიტომაა, რომ ადამიანების ბუნებას წარმოაჩენს. ადამიანებს უყვართ სასმელი და მომავალ კოსმოსურ მისიებში, იქნება ეს მგზავრობა მარსისკენ თუ მთვარის კოლონიზაცია, ალკოჰოლის გემო ბევრს მოენატრება. ამასთანავე, ალკჰოლის ზეგავლენა ნულოვან გრავიტაციის პირობებში შეიძლება მეცნიერული გადმოსახედიდანაც საინტერესო იყოს.
კომენტარები