არესიბოს ცნობილი ობსერვატორია ჩაინგრა
გუშინ, აშშ-ის მეცნიერების ეროვნულმა ფონდმა (NSF), ანუ სააგენტომ რომელიც არესიბოს ტელესკოპს ზედამხედველობს, საკმაოდ სამწუხარო მოვლენის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ღამით არესიბოს მიმღები პლატოფრმა 304 მეტრი სიგრძის ანტენაზე დაეცა. New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში, NSF-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს ვარდნა "მოულოდნელი" იყო.
საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა, თუმცა NSF-ში არ იციან რამ გამოიწვია ეს კოლაფსი. სააგენტო დამატებით ინფორმაციას აგროვებს, რათა ავარიის მიზეზი უფრო ნათელი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ ობსერვატორიას ტექნიკური პრობლემები მანამდეც ჰქონდა, ამიტომ NSF მის დეკომისიას გეგმავს.
არესიბოს ობსერვატორია უკვე 60 წელია რაც ფუნქციონირებს და კოსმოსის კვლევაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ობსერვატორია პუერტო რიკოშია განთავსებული, სახასიათო დიზაინისა და კონსტრუქციის გამო კი, მან საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. ეს იყო უდიდესი რადიოტელესკოპი მსოფლიოში, სანამ 2016 წელს, ჩინეთში რადიოტელესკოპი FAST არ შეიქმნა. ამ უკანასკნელის დიამეტრი 500 მეტრია.
კომენტარები