ნახეთ მთვარის დაბნელების ფოტოები, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან გადაიღეს
თუ გუშინ დილით ადრე გაღვიძეთ და თქვენთვის ღრუბლიანობას არ შეუშლია ხელი, ალბათ, დაინახავდით სავსე მთვარეს, რომელიც თანდათან დედამიწის ჩრდილში შედიოდა და ბნელ წითელ შეფერილობას იღებდა.
ამ მოვლენას მთვარის პენუმბრალური დაბნელება ეწოდება. ამ დროს დედამიწა, მზე და მთვარე ერთ ხაზზე არიან განლაგებულნი, მაგრამ მთვარეს დედამიწის ნახევარჩრდილი (პენუმბრა) ფარავს. ჩრდილის ეს ეფექტი ყველაზე კარგად 30 ნოემბრის დილის 4:32 საათზე იყო გამოკვეთილი, როდესაც, NASA-ს მიხედვით, მთვარის 83%-ს ჩვენი პლანეტის ჩრდილი ფარავდა.
NASA-მ გამოაქვყენა გვიანი ნოემბრის სავსე მთვარის ყველა სახელი: ალგონკინის ტომები (ჩრდილოეთი ამერიკა) მას დიდი ხნის მანძილზე ცივ მთვარეს ეძახდნენ, რადგან იგი ნოემბრის გრძელი ცივი ღამეების შემდეგ ჩნდებოდა ცაზე. სხვები მას სუსხიან მთვარეს ეძახიან, ევროპაში კი მას მუხის მთვარის სახელით მოიხსენიებდნენ. ეს სახელი სავარაუდოდ, ძველი დრუიდული ტრადიციებიდან მოდის, რაც მუხის ხეებიდან ფირთის დაკრეფვას მოიცავდა ზამთრის ნაბუნიობისთვის.
ამერიკაში ნოემბრის სავსე მთვარე ცნობილია, როგორც თახვის მთვარე. ეს სახელი ადგილობრივ ამერიკელებს, ინდიელებს უკავშირდება, რომლებისთვისაც "სუსხიანი მთვარე" ასოცირდებოდა იმ პერიოდთან, როცა თახვები იწყებენ ზამთრის სამზადისს და იშენებენ სახლებს ტალახით, ტოტებითა და ქვებით.
მართალია, წელს ეს მთვარის უკანასკნელი პენუმბრალური დაბნელება იყო, მაგრამ არ იდარდოთ, თუ ეს მოვლენა ღრუბლიანობის გამო გამოგრჩათ, ან თუ, უბრალოდ, ჩაგეძინათ. შეგიძლიათ იხილოთ დედამიწის სხვადასხვა ადგილიდან გადაღებული ამ მოვლენის თვალწარმტაცი ფოტოები.
სავსე მთვარე სან-ფრანცისკოს ცაზე
მშვიდი სცენა მაკინას კუნძულიდან, მიჩიგანი
სიურეალისტური ხედი ჯოშუას ხესთან
მდინარე კოლუმბიის ხეობა მთვარის ამოსვლის სამეფოდ იქცა
ღრუბლებმა მთვარეს მეტი იდუმალება შემატეს. პრესტონი, ინგლისი
მშვიდი ხედი როდ აილენდიდან
რუსეთი
ნორტამბერლენდი, ინგლისი
სიდნეის თეატრი
კომენტარები