Twitter-მა, დეზინფორმაციის გავრცელების შენელების მიზნით, ახალი ფუნქცია დაამატა
Twitter გაგაფრთხილებთ, როდესაც არასანდო ინფორმაციას მოიწონებთ. მსგავსი გაფრთხილებებით კომპანია ვარაუდობს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება, საშუალოდ, 29%-ით შემცირდება.
"ჩვენ გაგაფრთხილებთ მაშინაც კი, როდესაც Like ღილაკს დააჭერთ. ამ დროს გამოჩნდება შეტყობინება, თუ რატომ შეიძლება არ იყოს მოცემული ინფორმაცია სანდო", — ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.
მაშინ, როდესაც თქვენ მოიწონებთ ისეთ Tweet-ს რომელიც აქამდე გასაჩივრებული იყო მედიაკომპანიების მიერ, თქვენ გამოგიჩნდებათ გაფრთხილება წარწერით "დაეხმარეთ Twitter-ს დარჩეს საიმედო ინფორმაციის სივრცედ."
მოცემულმა სოციალურმა მედიამ წლის დასაწყისში დაიწყო დეზინფორმაციის აქტიურად მონიშვნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასობით ათასი არასანდო Tweet არის ამჟამად აღმოჩენილი, მათ შორის არის მცდარი ინფორმაციები COVID-19-ისა და შეერთებული შტატების არჩევნების შესახებ.
კომენტარები