Taskade 3.0 — დაგეგმე სამუშაო პროცესი იდეიდან პროექტამდე
თუ გჭირდებათ სამუშაო გუნდისა და მასში სამუშაო პროცესის სრული ორგანიზება, მაშინ ამისთვის ერთიანი სამუშაო სივრცე Taskade გჭირდებათ. სერვისი დაგეხმარებათ დაგეგმოთ პროექტი განვითარების თითოეულ ეტაპზე — დაწყებული ბრეინშტორმინგით, დასრულებული პროექტითა და მისი დედლაინით.
Taskade-ს შემქმნელებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ის სირთულეები, რაც დისტანციური მუშაობის რეჟიმს ახასიათებს, განსაკუთრებით, როცა საკითხი ეხება იდეის განხილვას და მის პროექტად გაწერას.
Taskade არის მარტივი ხელსაწყო, რომელიც გუნდებს აძლევს საშუალებას მართონ პროექტები, განიხილონ ახალი იდეები, შეადგინონ ახალი პროდუქტის მახასიათებლები, ისაუბრონ ვიდეო ჩატის საშუალებით, ხოლო პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია რეალურ დროში ერთდროულად აისახება ყველა მოწყობილობაზე.
Taskade სრულიად უფასოა ნებისმიერი ზომის გუნდებისთვის. მასში ასევე ხელმისაწვდომია დაგეგმარების მზა შაბლონები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ და უფრო სწრაფად მოაწყოთ თქვენთვის საჭირო სამუშაო გარემო.
გუნდის კალენდარი, ქმედების გაუქმება, პროექტების ძიება, პროექტში შეტანილი ცვლილებების ისტორია, ჰეშთეგებისა და @მონიშვნის მხარდაჭერა, პროექტების ფილტრი, გუნდებზე დაშვების კონტროლი, აქტიურობის ცხრილი და მრავალი სხვა სიახლე უკვე მზადაა იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო პროცესი მაქსიმალურად მოქნილი და ორგანიზებული გახადოს, მიუხედავად იმისა იმყოფებით, თუ არა ერთ სამუშაო გარემოში ფიზიკურად.
სასურველ პლატფორმაზე აპლიკაციის გადმოსაწერად, ან ვებში გამოსაყენებლად ეწვიეთ ამ ბმულს.
კომენტარები