თუ მეცნიერები სერიოზული და სახემოღუშული ხალხი გგონიათ, ესე იგი, მათ კარგად არ იცნობთ. ხშირად ისინი ნაშრომზე მუშაობის პროცესშიც ვერ იკავებენ თავს ხუმრობებისგან.

მკვლევარმა ლიზა სტინსონმა გადაწყვიტა ტვიტერის აუდიტოსიისთვის გაეზიარებინა სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც სასაცილო სათაური აქვს, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და მეცნიერებმა თავიანთი ფავორიტი ნაშრომები შემატეს დისკუსიას.

1. ჯადოსნური საფუარები და სად ვიპოვოთ ისინი

ეს სიტყვების თამაშია: Yeast (საფუარი) და Beast (მითიური ცხოველი)

2. გველები კოსმოსურ ხომალდზე, ანუ პითონის გამოყენება ჰელიოფიზიკაში

3. ჰიპოპოტამის p53 ელფერი

4. ერთი ბეჭედი ყველას ჩასანაცვლებლად

მაღალსიჩქარიანი საკომუნიკაციო სისტემები, რომლებიც იყენებენ ოპტიკურ ბოჭკოებს, ასობით ლაზერს საჭიროებენ. ეს მიდგომა კი ლაზერებს ჩაანაცვლებს ერთი, ბეჭდის ფორმის მქონე ოპტიკური მოწყობილობით, რომელსაც ბევრი ტექნიკური უპირატესობა აქვს.

5. პირი, ანუსი და ბლასტოფორი – ღია კითხვები ღია დაბოლოებების შესახებ

6. მძახლებთან გატარებული საშობაო სადილის ეფექტები ადამიანის მიკრობიოტაზე