დედამიწის ორბიტაზე უამრავი თანამგზავრი და ძველი კოსმოსური ოპერაციების ნარჩენებია. ერთ-ერთი ასეთი ნარჩენის არიდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს სამშაბათს მოუწია, ვკითხდულობთ NASA-ს განცხადებაში.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ტრაექტროია რომ არ შეეცვალა, მისკენ მიმავალი ობიექტი მას მაინც რამდენიმე კილომეტრით აცდებოდა, თუმცა ასტრონავტებმა დამატებითი სიფრთხილე გამოიჩინეს.

ხომალდზე მყოფმა სამმა ასტრონავტმა კოსმოსურ სადგურს გეზი რუსული სოიუზის ხომალდისკენ იმ შემთხვევისთვის შეუცვალეს, ევაკუაცია თუ გახდებოდა საჭირო.

ISS დედამიწიდან დაახლოებით 420 კილომეტრის სიმაღლეზე, 27 568 კმ/სთ-ით მოძრაობს. კოსმოსში ამ სიჩქარეზე პატარა ობიექტთან შეჯახებამაც კი შესაძლოა, სადგურს ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს.

აღსანიშნავია, რომ ასტრონავტებს კოსმოსური "ნაგვის" აცილება მუდამ უწევთ. 1999 წლიდან 2018 წლამდე ISS-ს 25 მსგავსი მანევრის გაკეთება მოუწია. 2020 წელს საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა მისკენ მიმავალი ობიექტების ასაცილებლად ჯამში 3 მანევრი გააკეთა.