ავსტრალიური სტარტაპი ღია ბანკინგზე დაფუძნებულ კორპორატიულ საკრედიტო ბარათს წარადგენს
დიდი ბრიტანეთის ფინტექ კომპანიების ვეტერანებმა, რომლებსაც ისეთ სტარტაპებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, როგორებიცაა Funding Circle, Funding Options და 11:FS, დააფუძნეს ახალი სტარტაპი, სახელწოდებით Cape, რომლის საქმიანობის მიზანია, დაეხმაროს მცირე ბიზნესს COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში.
ამ მიზნით, კომპანია მომდევნო წლის დასაწყისში ღია ბანკინგზე დაფუძნებულ კორპორატიულ საკრედიტო ბარათს წარმოადგენს. ბარათს სამი ძირითადი ფუნქცია ექნება, რაც დაეხმარება კომპანიას, მართოს საკუთარი ტრანზაქციები და ჰქონდეს ბიზნესის ზრდის სტიმულირებისთვის საჭირო ფულადი რესურსი.
საკრედიტო ლიმიტის დამტკიცებისთვის ფინტექ კომპანია ინფორმაციას რეალურ დროში გააანალიზებს და სწრაფად გახსნის წვდომას საკრედიტო ბარათზე, რომელსაც შემდეგი უპირატესობა ექნება: კრედიტის მართვა; განვადება; და შემოსავალზე დაფუძნებული ვალდებულებების დაფარვა.
"ჩვენ უკვე გვაქვს ფინტექსა და ციფრულ სექტორში მუშაობის გამოცდილება და ვიცით, რა წინაღობებს ხვდებიან კომპანიები, როცა საქმე ეხება კრედიტებს და ინვესტიციებს, რომლებსაც ისინი არსებული ვითარების გამო ვეღარ იღებენ", — აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი, რაიან ედვარდს პიტჩარდი.
"საბრუნავ კაპიტალთან წვდომას ფინანსების მოძიების საწყის ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სწორი მხარდაჭერის გარეშე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების დიდი ნაწილი უახლოეს თვეებსა და წლებში კრახს განიცდის. მათი ამბიციები, ენერგია და შემოქმედების უნარი განელდა, ასევე შემცირდა სამომხმარებლო ბაზარი და სამუშაო ადგილები.
"ზუსტად ამიტომ, ჩვენ შევქმენით გადაწყვეტა, რითაც ვეხმარებით ციფრულ სექტორში მოღვაწე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, მიიღონ წვდომა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებზე მაშინ, როცა მათ ეს სჭირდებათ და არა მაშინ, როცა მათ ბანკი მისცემს ამის უფლებას", — აღნიშნავს რაიანი.
კომენტარები