ციმბირში არსაიდან 50 მეტრი სიღრმის ხვრელი გაჩნდა
ციმბირი ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო ადგილია, სადაც ბევრი უცნაური რამ ხდება. მუდმივად ნოტიო ნიადაგის ქვეშ უამრავი საიდუმლო იმალება. მაგალითად, ყინულის დნობასთან ერთად ციმბირში მნიშვნელოვანი აღმოჩენები კეთდება, რომლებიც პრეისტორიულ სამყაროზე მოგვითხრობენ.
ცოტა ხნის წინ ციმბირში კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა. ლღობად ნოტიო ნიადაგში გიგანტური, 50 მეტრის სიღრმის კრატერი წარმოიქმნა. ის პირველად ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორებმა შეამჩნიეს, რომლებმაც კრატერს შვეულმფრენით გადაუფრინეს. კრატერის წარმოქმნა, სავარაუდოდ, მიწის ქვეშ გაყინულმა მეთანმა განაპირობა, რომელიც ზედაპირიდან ამოიფრქვა.
როდის წარმოიქმნა ეს კრატერი და შეიტანა თუ არა წვლილი ამაში კლიმატის ცვლილებამ, უცნობია. თუმცა, ნიშანდლობლივია, რომ 2014 წელს მსგავსი კრატერი იამალის ნახევარკუნძულზე, ძალიან თბილი ზაფხულის შემდეგ წარმოიქმნა.
ყინულის ლღობის შემდეგად მეთანის გამოთავისუფლება გლობალური კლიმატისთვის სახიფათოა, რადგან გამოტყორცნილი მეთანი ნახშირორჟანგზე 84-ჯერ პოტენტური სათბურის აირია. მისი დიდი რაოდენობით გამოთავისუფლება გლობალურ დათბობას დააჩქარებს.
ზუსტად არავინ იცის, როგორ აისახება კლიმატის ცვლილება მსგავსი კრატერების წარმოქმნაზე. თუმცა 2017 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ჩამარხული მეთანის "ჯიბეები" გლობალურ დათბობასთან ერთად ფართოვდება.
ყინულის საფარის შემცირება, მეთანის და სათბურის აირების გარდა, ჩამარხულ ვირუსებსაც ათავისუფლებს. 2016 წელს გალღობილი ყინულის გამო ჩამარხული ანთრაქსის ვირუსი ციმბირის წყლის საცავებში და ნიადაგში აღმოჩნდა. ამან 12 წლის ბიჭი იმსხვერპლა.
შესაძლოა, ეს ერთეული, იშვიათი შემთხვევებია, თუმცა მიწაში 50-მეტრიანი ხვრელის სპონტანური გამოჩენა კარგი ამბავი არასდროს არის.
კომენტარები