ვარსკვლავების მუსიკა — Starmus-ის ახალი პროექტი
ადამიანებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მოუსმინონ მუსიკას, რომელიც ვარსკვლავებიდან წამოსული აკუსტიკური ტალღებისგანაა შექმნილი.
Starmus-ის პროექტში, რომელიც მეცნიერებასა და ხელოვნებას აერთიანებს, მუსიკოსები, ბრაიან ენო, პოლ ფრანკლინი და ოლივერ ჯეიმსი მონაწილეობდნენ. მიღებული შედეგი ასტროფიზიკოსი პროფესორის, გარიკ ისრაელიანის ლექციაზეა დაფუძნებული. ბრაიან ენომ ლექციაზე წარმოდგენილი აკუსტიკური ტალღები გამოიყენა, მან ისინი იმდენად ააჩქარა, სანამ ადამიანისთვის გასაგები არ იქნებოდა და მისგან ახალი კომპოზიცია შექმნა. შედეგად მიღებული მელოდია, Starsounds, მართლაც არაამქვეყნიურობის შთაბეჭდილებას ტოვებს და ის ახლა ინტერნეტშიც ხელმისაწვდომი გახდა.
Starmus-ის პირველი ფესტივალი 2011 წელს ჩატარდა და მასში აპოლოს ასტრონავტებმა, ნილ არმსტრონგმა, ბაზ ოლდრინმა, ჯიმ ლოველმა, უილიამ ანდერსონმა და ჩარლი დიუკმა მიიღეს მონაწილეობა ალექსეი ლეონოვთან ერთად, რომელიც პირველი ადამიანი იყო, ღია კოსმოსში რომ გავიდა.
Starmus-მა პოპულარობა მალევე მოიპოვა. მას უფრო მეტი მეცნიერი და ხელოვანი შეურთდა, მათ შორის პროფესორი სტივენ ჰოკინგი და მუსიკოსი პიტერ გებრიელი, რომლებიც Starmus-ის მრჩეველთა გუნდის წევრები გახდნენ. ფესტივალის ფარგლებში პრესტიჟული ჯილდოც დაწესდა, ჰოკინგის სახელობის მედალი, რომელიც ილონ მასკსა და ჰანს ციმერსაც გადაეცათ.
კომენტარები