რობოტმა InSight-მა მიწისქვეშ სენსორული ბურღის მოთავსება შეძლო
NASA-ს მარსის რობოტმა InSight-მა თავისი სენსორული ბურღის მიწისქვეშ მოთავსება შეძლო — თანაც ისე, რომ არ გაჭედილა.
როვერს ინსტრუმენტის მიწისქვეშ განთავსება საკმაოდ გაუჭირდა, მან ორმოს ამოთხრას ერთ წელზე მეტი მოანდომა, თუმცა ახლა InSight-მა, შესაძლოა, მეცნიერებს მარსის "შინაგანი ტემპერატურის" შესახებ კვლევის დასრულებაში დაეხმაროს.
აქამდე, NASA-ს ეგონა, რომ როვერს ბურღის მოთავსებაში დიდი ქვა უშლიდა ხელს. მაგრამ როგორც გაირკვა, ტერიტორია ბურღის მოსათავსებლად არამყარი აღმოჩნდა. შედეგად, ბურღი მუდმივად იჭედებოდა, ამ პრობლემის მოგვარება NASA-მ ერთხელ საკმაოდ კრეატიული გზით, "ხელის წამორტყმითაც" კი სცადა.
ამჟამად ბურღი უკვე მიწისქვეშაა. თუმცა მას კიდევ ერთი ტესტი აქვს გასავლელი, საინტერესოა შეძლებს თუ არა ბურღი მიწის თხრის დამოუკიდებლად გაგრძელებას.
მარსის "შინაგანი ტემპერატურის" გაგება NASA-ს პლანეტის ფორმირების შესახებ ახალ ინფორმაციას მიაწვდის, ამისთვის კი საჭიროა, რომ სენსორული ბურღი მიწისქვეშ დაახლოებით 5 მეტრის სიღრმეზე ჩავიდეს.
კომენტარები