ნიუ-იორკის მეტროპოლიტეტის ორგანომ, რომელიც ამჟამად მეტროსა და ავტობუსებში მგზავრების რეკორდულად დაბალ რაოდენობას განიცდის, კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა.

ისინი სანიტარული დამუშავების პროგრამის ფარგლებში ავტობუსებისთვისა და მეტროებისთვის ულტრაიისფერ სხივებს (UV) გამოიყენებენ. სააგენტო კოლუმბიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, სადაც აცხადებენ, რომ ულტრაიისფერმა ნათებამ, შესაძლოა, ვირუსი მოკლას.

11 მაისს მეტროს ვაგონებსა და ავტობუსებში UV ნათურების განთავსება დაიწყება. UVC ორგანული ნივთიერებების დახოცვაში განსაკუთრებულად კარგია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ რამდენად ეფექტიანი იქნება. UVC ნათურები და რობოტები, როგორც წესი, წყლის, ლაბორატორიული ნივთებისა და თვითმფრინავების სტერილიზაციისთვის გამოიყენება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ულტრაიისფერი სხივები COVID-19-ით ინფიცირებულებისთვის მკურნალობის პოტენციურ მეთოდად გამოაცხადა, რაც რეალურად ადამიანისთვის ზიანის მომტანია. მოგვიანებით კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო.

სააგენტოს განცხადებით, პანდემიის დაწყების შემდეგ მგზავრების 90%-იანი კლება აღინიშნება. სწორედ ამიტომ მათ ტრანსპორტის გარკვეული ნაწილი შეამცირეს, თუმცა გარკვეულ სფეროებში მომუშავე ადამიანები ტრანსპორტს კვლავ იყენებენ. მიმდინარე მონაცემებით, ვირუსისგან სააგენტოს 80 თანამშრომელი დაიღუპა.