პენჯაბის შტატიდან ჰიმალაის მწვერვალები 30 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა
პანდემიასთან საბრძოლველად მიღებული ზომების შედეგად შემცირებული დაბინძურების გამო, ინდოეთში, პენჯაბის შტატიდან ჰიმალაის მწვერვალების დანახვა გახდა შესაძლებელი.
ინდოეთის დაბინძურების ცენტრალური მართვის საბჭოს მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, რომ 22 მარტს დაწესებული შეზღუდვების შემდეგ "ქვეყანაში ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა."
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰაერის ხარისხი 85 ქალაქში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მონაცემები აჩვენებს, რომ ინდოეთის ქალაქებში ჰაერის ხარისხის ინდექსი შეზღუდვების ამოქმედებიდან 3 დღეში 115-დან 75-მდე დაეცა.
ჰიმალაის მთათა სისტემა მსოფლიოში ყველაზე მაღალია, მისი უმაღლესი მწვერვალი კი ევერესტია (8 848 მეტრი). ადამიანების ნაწილი აცხადებს, რომ მათ ჰიმალაის მწვერვალები სახლიდან თითქმის 30 წელიწადზე მეტია არ დაუნახავთ.
კომენტარები