Ableton მუსიკოსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა, რომელმაც მუსიკის ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვალა და ერთგვარი ოქროს სტანდარტი დააწესა.

ამ პროგრამას იყენებენ როგორც დამწყები მუსიკოსები, ისევე პროფესიონალები და პროდუსერები მთელი მსოფლიოს გარშემო. ინტუიციური დიზაინი და მუსიკალური ინსტრუმენტების, ისევე როგორც განსხვავებული მოდულების უზარმაზარი ბიბლიოთეკა ხარისხიანი ხმის მქონე მუსიკის ჩაწერისა და შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

პანდემიის პირობებში ბევრმა კომპანიამ თავის აპლიკაციებზე შეღავათები დააწესა. როგორც ჩანს, ამ ინიციატივას Ableton-იც შეურთდა.

კომპანიის ინიციატივით, თქვენ პროგრამის ახალი ვერსიით, Ableton 10 Live-ით სარგებლობა სრულიად უფასოდ 90 დღის მანძილზე შეგიძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 90-დღიანი უფასო საცდელი ვადის განმავლობაში Ableton-ის გამოყენება მისი სრული ფუნქციონალით არის შესაძლებელი. მას მოჰყვება სემპლერები, აუდიო ეფექტები და მიდი ხელსაწყოები: პედლები, გამაძლიერებლები, ვოკოდერები და მრავალი სხვა.

Ableton-ის ახალი ვერსიით სარგებლობა Ableton 9-ის მომხმარებლებსაც შეუძლიათ. თუ თქვენ პროგრამის წინა ვერსია გაქვთ, ახალი ვერსიის გამოყენებას 90 დღის მანძილზე მაინც ისე შეძლებთ, რომ თქვენი ინსტრუმენტების და მოდულების ბიბლიოთეკა არ წაიშლება.

Ableton-ის 90 დღიანი საცდელი ვერსიის გადმოწერა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.