ვერ ვიტყვით, რომ ახალი პროდუქტების გასაშვებად ეს იდეალური დროა, თუმცა ამ აპლიკაციას მართლაც შეუძლია, რომ სახლში ჯდომის ეს რთული პერიოდი უფრო მსუბუქად გადაგვაგორებინოს. Google-მა პოდკასტების თავისი აპლიკაცია iOS-ზეც გაუშვა და, რაც მთავარია — ის უფასოდაა ხელმისაწვდომი.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა აპლიკაცია ანდროიდისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს შექმნა. Google Podcasts-ის მოსმენა ინტერნეტში თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა მისი ვებგვერდი მხოლოდ გასულ თვეს გაეშვა, ფაზლის ბოლო ნაწილი კი iOS-ის აპლიკაცია იყო.

Googel Podcasts-ზე ჩვენი მოსმენაც შეგიძლიათ — შემდეგი პოდკასტი პირველი ეპიზოდი კორონავირუსს და მის გარშემო მიმდინარე ამბებს ეძღვნება.