არა, კორონავირუსი ღამურების ჭამით არ დაწყებულა, თუმცა ცხოველებს ამ პანდემიაში წვლილი ნამდვილად მიუძღვით. კორონავირუსი ზოონოზური დაავადებაა — ასე მოიხსენიება ის ბაქტერიული, ვირუსული ან პარაზიტული ინფექციური დაავადებები, რომლებიც ადამიანებს ცხოველებისგან ედებათ.

COVID-19 უკვე პრაქტიკულად დედამიწის უმეტეს ნაწილს მოედო. მისი საწინაღმდეგო არც მედიკამენტი გვაქვს და არც ვაქცინა, ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი მედიკამენტის ან ვაქცინის შექმნას დრო სჭირდება, კიდევ უფრო დიდი დრო სჭირდება მის გამოცდას და იმაში დარწმუნებას, რომ ის ადამიანებისთვის უსაფრთხოა.

ერთი მთავარი იარაღი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ გაგვაჩნია, ჰიგიენის დაცვაა. მაგალითად, საპნის მოლეკულები კორონავირუსის გარსში იჭრება და მას ანეიტრალებს, სპირტი კი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილების დეფორმაციას ახდენს, რის გამოც ისინი ჩვენს უჯრედებში ვეღარ იჭრებიან.

შემდეგი პოდკასტის პირველ ეპიზოდში, რომლის მოსმენაც ქვემოთ მოცემულ პლატფორმებზე შეგიძლიათ, სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარი კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი და ვეტერინარი გიორგი მელაშვილია.

Soundcloud

Spotify

Google Podcasts

Apple Podcasts

Pocket Casts

PodBean