კორონავირუსის გამო Verizon ყველა მომხმარებელს უფასო 15GB ინტერნეტს აჩუქებს
Verizon-მა დააანონსა, რომ ყველა მომხმარებელი, სრულიად უფასოდ, დამატებით 15GB მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მიიღებს. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კორონავირუსით შექმნილი მდგომარეობა გახდა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ გააუქმებს დავალიანებებსა და გადაუხდელ თანხებს მათთვის, ვისაც კრიზისი შეეხო.
"ჩვენ გვესმის, რომ მომხმარებელთა უმეტესობას ახლა საკმაოდ რთული პერიოდი და აქვს ამიტომ ვცდილობთ, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მათ ინტერნეტკავშირი შევუნარჩუნოთ" — განაცხადა Verizon-ის მომხმარებელთა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა რონან დუნემ. "დღეს ინტერნეტის ქონა იმაზე საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რადგან ამერიკელების დიდი ნაწილი ახლა დისტანციურად სწავლობს და მუშაობს."
კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ კომპანიებს სთხოვა, რომ მოსახლეობისთვის ინტერნეტკავშირი არ შეეწყვიტათ.
ამ კამპანიას შეუერთდა AT&T და Comcast-იც.
კომენტარები