BMW-მ ახალი ელექტრო სედანი — i4 წარადგინა
მრავლწლიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ BMW-მ თავისი ელექტრო სედანი i4-ის კონცეფცია წარადგინა. როგორც ჩანს, გერმანული გიგანტი ავტომობილის საბოლოო ვერსიას ჯერ კიდევ ვერ გვთავაზობს, თუმცა ვიმედვონებთ, რომ ავტომობილს დასრულებული სახით 2021 წელს ვიხილავთ.
ავტომობილის მონაცემების შესახებ პირველად ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე, 2019 წელს შევიტყვეთ, თუმცა დღეს BMW-მ მეტი დეტალი გაგვანდო.
წინა წელს გავრცელებული ცნობებით i4-ს ერთი დატენვით 600 კილომეტრი უნდა გაერა, თუმცა როგორც გაირკვა, ეს მონაცემი სიმართლეს აღარ შეესაბამება. ახლა ავტომობილი ერთი სრული დატენვით 435 კილომეტრის გავლას შეძლებს.
შეიძლება ეს აღსაფრთოვანებელი არ არის, მაგრამ BMW-ს თქმით, ავტომობილს 80 კილოვატ/საათიანი ელემენტი ექნება, რაც მოცულობით დიდი ნამდვილად არაა. უნდა ითქვას, რომ გერმანელებს ნამდვილად ენერგოეფექტური ძრავი გამოუვიდათ.
მაგალითისთვის, 93,4 კილოვატ/საათიანი ელემენტით პორშე ტაიკანი სულ რაღაც 325 კილომეტრს გადის.
ფოტო: BMW
ფოტო: BMW
BMW-ს თქმით i8-ს ძრავი 390 კილოვატ ენერგიას გამოიმუშავებს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ — 530 ცხენის ძალას. კომპანიის თქმით ავტომობილს 0-დან 100-მდე ასაჩქარებლად სულ რაღაც 4 წამი სჭირდება.
კომენტარები