Alphabet ტრილიონერ კომპანიათა ჯგუფს — Apple-ს, Microsoft-სა და Amazon-ს შეუერთდა
დღემდე ტრილიონერთა კლუბში სულ სამი კომპანია იყო — Apple, Microsoft, Amazon. დღეს კი ამ სიას მეოთხე, Google-ის მშობელი კომპანია, Alphabet-იც შეუერთდა, რომელიც 2015 წელს დაარსდა.
ამ ნიშნულამდე მისვლა კომპანიამ, მას შემდეგ რაც ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა თავიანთი თანამდებობები დატოვეს, ერთ თვეში შეძლო.
გასულ დეკემბერს ლარი პეიჯმა ტექნოლოგიური გიგანტის სადავეები გუგლის CEO-ს, სუნდარ პიჩაის გადააბარა და ის გახდა როგორც გუგლის, ასევე ალფაბეტის აღმასრულებელი დირექტორი.
Alphabet-ის შემადგენლობაში შედის Google, Sidewalk Labs (რომელიც ჭკვიანი ქალაქის ტექნოლოგიებზეა კონცენტრირებული), DeepMind (ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე კომპანია), Google Fiber და Verily (სამეცნიერო ორგანიზაცია).
ტრილიონერთა კლუბს სავარაუდოდ შემდეგი Facebook შეუერთდება, მისი კაპიტალიზაცია უკვე $620 მილირადს შეადგენს.
კომენტარები