ფოტოები — ავსტრალიაში ხანძარმა უკვე 6 მილიონი ჰექტარი გაანადგურა
ავსტრალიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც უკვე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე დაიწვა 2 500 სახლი და განადგურდა დაახლოებით 6 მილიონი ჰექტარი.
ხანძართან ბრძოლაში მეხანძრეების გარდა ჩართულია რამდენიმე ათასი მოხალისეც, ისევე როგორც სამხედროები. დასახმარებლად მეხანძრეები ავსტრალიაში კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გაგზავნა.
ავსტრალიაში ზაფხულს ე.წ. ხანძრის სეზონიც ერთვის, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად, 2009 წელს ხანძრებმა 173 ადამიანი იმსხვერპლა.
განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ახლანდელი სეზონიც. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო გაზაფხული რეკორდულად მშრალი იყო. დეკემბერში ასევე რეკორდულად მაღალი იყო ქვეყნის მასშტაბით არსებული საშუალო ტემპერატურა. ეს ყველაფერი კი ძლიერმა ქარმა კიდევ უფრო გაამძაფრა.
ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილება ბუნებრივ კატასტროფებს კიდევ უფრო გამანადგურებელს ხდის. მაგალითად, ახლა ავსტრალიაში ხანძრის სეზონი უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება, ვიდრე ადრე.
ახალი სამხრეთ უელსი, მეხანძრეები 31 დეკემბერს.
ფოტო: Saeed Khan/AFP/Getty Images
ხანძრის ზონიდან ევაკუირებული ბავშვები, ქალაქი ბეგა
ფოტო: Sean Davey/AFP/Getty Images
ცხენი ხანძრის კერიდან გაქცევას ცდილობს.
ფოტო: Saeed Khan/AFP/Getty Images
პატარა გოგო სამაშველო ნავზე.
ფოტო: ABC NEW
ახალი სამხრეთ უელსი.
ფოტო: Saeed Khan/AFP/Getty Images
ადამიანები ხანძარს თავს სანაპიროზე აფარებენ.
ფოტო: Sean Davey/AFP/Getty
ხანძრის შედეგად გაწითლებული ცა.
ფოტო: Reuters
კენგურუ თავს ქალაქის ქუჩებს აფარებს.
ფოტო: Saeed Khan/AFP/Getty Images
ცეცხლის ჩაქრობაში ავიაცია აქტიურადაა ჩართული.
ფოტო: State Government of Victoria
დამწვარი მანქანა.
ფოტო: Peter Parks/AFP via Getty Images

კომენტარები