Galaxy S11-ის კამერის მოდული და ზომები ცნობილი გახდა
2019 წელი საკმაოდ საინტერესოდ სრულდება. Galaxy S11 სერია სულ მალე წარდგება მყიდველის წინაშე, მაგრამ მანამდე გაჟონილ ინფორმაციას უნდა დავჯერდეთ.
რამდენიმე დღის წინ სამივე სმარტფონის — Galaxy S11e-ს, Galaxy S11-ისა და Galaxy S11 Plus-ის ეკრანის დამცავები გავრცელდა, რამაც მის დიზაინზე საკმაოდ დიდი ინფორმაცია მოგვცა.
თვალშისაცემია სხვაობა ზომაში S11e-სა და S11-ს შორის. ფოტოთი ზუსტად დადგენა არ შეგვიძლია, მაგრამ სავარაუდოდ სმარტფონების ეკრანები შემდეგი თანმიმდევრობით იქნება დალაგებული: S11e - 6.4 ინჩი; S11 - 6.7 ინჩი; S11 Plus - 6.9 ინჩი.
რაც შეეხება დღევანდელ ინფორმაციას, ამჯერად ინტერნეტში მთავარი კამერის ჭრილი გამოჩნდა. რენდერი OnLeaks-მა გაავრცელა, ამიტომ S11 Plus, სავარაუდოდ, ზუსტად ასეთი კამერის მოდულით გამოვა.
საუბარი იყო იმაზეც, რომ ახალი სმარტფონები 2020 წლის საპატივცემულოდ S20 სერიის სახელით გამოვიდოდა, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე სჯობს, რომ სამსუნგის პრეზენტაციას დაველოდოთ.
სმარტფონები სავარაუდოდ 11 ან 18 თებერვალს გამოვა, მანამდე კი მხოლოდ ის ვიცით, რაც ზემოთ არის აღნიშნული.
კომენტარები