ცეცხლოვანი რგოლი — მზის ბოლო დაბნელება 2019 წელს
26 დეკემბერს დედამიწამ წლის ბოლო მზის დაბნელება იხილა, რომელიც საქართველოდან სამწუხაროდ არ ჩანდა. ამჯერად მზე სრულად არ დაბნელებულა, ამის ნაცვლად, ის ცეცხლოვან რგოლად გადაიქცა.
"გასაოცარი გამოცდილება იყო. დაბნელება მზის ამოსვლას დაემთხვა, ამ დროს ჰორიზონტი მტვრით იყო დაფარული. საუდის არაბეთის თავზე დაბნელებისთვის დამახასიათებელი კლასიკური ცეცხლოვანი რგოლი გამოჩნდა", — განაცხადა ფოტოგრაფმა ალექსანდერ კრივენიშევმა.
მართალია მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ეს საოცარი სანახაობა საკუთარი თვალით ვერ იხილა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ფოტოებით დავტკბეთ.
ქუვეითი
ფოტო: Yasser Al-Zayyat / Getty Images
ფილიპინები
ფოტო: Ferdinandh Cabrera
ინდონეზია
ფოტო: Rifka Majjid / Associated Press
საუდის არაბეთი
ფოტო: MEE
ტაილანდი
ფოტო: Soe Zeya Tun / REUTERS

კომენტარები