2021 წელს Tesla Model 3-ს კონკურენტი გამოუჩნდება — BMW i4
ელექტრომობილების წარმატება ნელ-ნელა უფრო თვალშისაცემი ხდება, საკმაოდ მოკლე დროში ილონ მასკის კომპანიამ ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდრა და თამამ გადაწყვეტილებებსაც არ ერიდება, თუმცა ყველა ვხვდებოთით, რომ გიგანტი ავტომწარმოებლების ჩართვა ელექტრომანქანების ბაზარზე უბრალოდ დროის ამბავი იყო.
სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ მერსედესის ელექტრო SUV, ასევე გამოჩნდა აუდის ელექტრო ყველგანმავალიც, თუმცა ამჯერად ასპარეზზე მიუნხენური გიგანტი, BMW გამოდის და, როგორც ჩანს, მიზანში სწორედ ტესლას Model 3-ის ამოღებას აპირებს.
როგორც ცნობილი გახდა, მიუნხენელები თავიანთ ელექტრო სედანს 2021 წელს წარადგენენ. BMW i4 — ასე ერქმევა ახალ სედანს, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ. ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 523 ცხენის ძალას შეადგენს და 0 დან 100 კმ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 4.0 წამი სჭირდება.
თუკი ავტომწარმოებელს დავუჯერებთ, მანქანამ ერთი სრული დამუხტვით 600 კილომეტრის გავლა უნდა შეძლოს, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია. უფრო მეტი დეტალისთვის კი 2021 წლამდე დალოდება მოგვიწევს.
კომენტარები