Xbox Series X — ახალი კონსოლი წინამორბედზე 4-ჯერ უფრო ძლიერი იქნება
დღეს მაიკროსოფტმა ყველასთვის ცნობილი კონსოლის ახალი მოდელი, Xbox Series X დააანონსა. გასაყიდად ის, დიდი ალბათობით, 2020 წლის დეკემბერში გამოვა. კონსოლის გარდა, განახლებულია მისი უსადენო კონტროლერიც.
გავრცელებულ პოსტში, Xbox-ის ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა Series X წარადგინა როგორც "ყველაზე სწრაფი და ძლიერი კონსოლი, რომელიც ოდესმე შეგვიქმნია." მისი თქმით, Xbox-ის ახალი დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ ახალი მოდელი წინაზე 4-ჯერ უფრო ძლიერი იყოს.
მასში სპეციალურად Xbox-ისთვის დამზადებული პროცესორი, AMD Zen 2 იქნება ჩამონტაჟებული. კონსოლს წამში 60 კადრის ჩვენების უნარი ექნება, 4K გარჩევადობით, გარკვეულ შემთხვევებში კი, შესაძლოა, ეს მახასიათებლები წამში 120 კადრამდე და 8K გარჩევადობამდე გაიზარდოს.
კონსოლი SSD დისკს გამოიყენებს, რაც ჩატვრითვის სისწრაფეს მნიშვნელოვნად გაზრდის. Microsoft აცხადებს, რომ კონსოლის განთავსება როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურადაც შეიძლება.
Xbos Series X-ის გამოსვლის უფრო ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები