შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფოტოებში გამოსახულ სმარტფონზე თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ის უჩვეულოდ გამოიყურება.

ფოტოების წყარო ანდროიდის თანადამფუძნებელი ენდი რუბინია, რომელმაც გუგლი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო Google დატოვა და Essential Phone შექმნა.

ფოტოებში ჩანს წაგრძელებული, წვრილი ტელეფონი, ასეთივე სამომხმარებლო ინტერფეისით, რომელიც კვადრატული ფორმის ღილაკებითაა შევსებული. სმარტფონი საკმაოდ პატარა ჩანს, მას გვერდით ორი ღილაკი აქვს, რომლისგანაც ერთ-ერთი ხმის მარეგულირებელია. უკანა მხარეს კი თითის ანაბეჭდის სენსორი და კამერა ჩანს.

კომპანიის წარმომადგენელმა The Verge-ს დაუდასტურა, რომ ეს მათი ახალი სმარტფონია.

"ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ ახალი სმარტფონის შექმნაზე, ახლა პროტოტიპების ტესტირება მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას მომავალში შეიტყობთ", — განაცხადა მან.

როგორც ვიდეოში ჩანს, ახალი სმარტფონი რამდენიმე სხვადასხვა ფერში იქნქება ხელმისაწვდომი.