5 ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ
თითოეული ჩვენგანისთვის შეკითხვას, ვინ ხარ შენ? უამრავი პასუხი აქვს. პასუხი შეიძლება მოიცავდეს ჩვენს სახელს, პროფესიას, დაბადების ადგილს, ოჯახურ მდგომარეობას ან ამა თუ იმ გატაცებას. როცა გვსურს, ადამიანებს უფრო სიღრმისეულად გავაცნოთ თავი, მაშინ, შესაძლოა, პასუხი ჩვენს რწმენებზე, ღირებულებებსა და პოლიტიკურ მოსაზრებებზე ავაგოთ. სავარაუდოა, რომ ცხოვრების მანძილზე უამრავ ადამიანს შევხვდებით, რომლებსაც ამ შეკითხვაზე ჩვენი მსგავსი პასუხები ექნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღმოვაჩენთ, რომ მათგან მაინც ძალიან განვსხვავდებით. განსხვავება კი ხასიათშია.
ყველას გვიცდია მეგობრების, ოჯახის წევრების თუ ნაცნობების პიროვნული თვისებების შეფასება. ჩვენებური ფსიქოანალიზი, ძირითადად, სტერეოტიპული ფრაზებით შემოიფარგლება ხოლმე. მაგალითად, შეფასება, "მაგარი დეპრესიული ტიპია!", ერთ-ერთი იარლიყია იმ მრავალთაგან, რომლებსაც ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ხასიათის აღსაწერად ვიყენებთ. მსგავს იარლიყთა შორისაა: ჯიუტი და დამყოლი, აქტიური და პასიური, მძიმე და მსუბუქი, მუდო და ქარიზმატული, აგრესიული და მშვიდი, უინტელექტო და ცნობისმოყვარე და, რა თქმა უნდა, თავისებური.
რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ ადამიანი თავისებურია? რა იწვევს მის შესამჩნევ ექსცენტრულ და მყვირალა თავისებურებას? ან პირიქით, რატომ არის მისი განსხვავებულობა ასეთი გაუგებარი, იდუმალი და მიუწვდომელი? შესაძლებელია თუ არა, ადამიანების ხასიათისა და პიროვნული თვისებების ლოგიკური სისტემით ახსნა და კატეგორიზაცია? ამ კითხვაზე ფსიქოლოგიური ტიპოლოგიის და ფსიქომეტრიის მიმდევრების პასუხია – დიახ, შესაძლებელია და ეს არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ფსიქოლოგიური ტიპოლოგიისადმი ინტერესი უამრავ საუკუნეს ითვლის და იგი ადამიანების დომინანტური პიროვნული თვისებების მიხედვით კატეგორიზაციას ისახავს მიზნად. დღეისათვის უამრავი ასეთი სისტემა არსებობს, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები გავაცნობიეროთ და უკეთ გავუგოთ ჩვენ გარშემო მყოფებს.
1. ოთხი ტემპერამენტი
ადამიანის ხასიათის შესწავლა პირველად უძველეს ცივილიზაციებში სცადეს. ბერძენი ფილოსოფოსი, ემპედოკლე, პირველი იყო, რომელმაც თქვა, რომ ყველა სუბსტანცია, მათ შორის ხასიათიც, ოთხი მთავარი ელემენტის თავისებურებებით შეგვეძლო აღგვეწერა. კერძოდ კი, ასე: მიწა ასახავს სიცივესა და სიმშრალეს; ჰაერი – სითბოსა და სისველეს; ცეცხლი – სითბოსა და სიმშრალეს; ხოლო წყალი – სიცივესა და სისველეს.
მოგვიანებით, მედიცინის მამად წოდებულმა ჰიპოკრატემ ამ ოთხ ელემენტზე დაყრდნობით ახალი სამედიცინო მოდელი შეიმუშავა და თქვა, რომ თითო ელემენტი ადამიანის ორგანიზმში არსებულ თითო სითხეს შეესაბამებოდა. ეს სითხეები იყო ყვითელი ნაღველი, შავი ნაღველი, სისხლი და ლორწო.
ორასი წლის შემდეგ ეს თეორია კიდევ უფრო განავითარა კლაუდიუს გალენმა, რომელმაც თითო სითხე ადამიანის ემოციურ და ქცევით მიდრეკილებებს დაუკავშირა. გალენის ოთხი ტემპერამენტი – სანგვინიკური, ფლეგმატური, ქოლერიკული და მელანქოლიური – ადამიანის ორგანიზმში არსებული სითხეების წონასწორობას ეფუძნება. თუ რომელიმე სითხე გადაჭარბებული რაოდენობით არსებობს სხეულში, მაშინ მისი შესაბამისი ფსიქოლოგიური ტიპი იწყებს დომინირებას.
ქოლერიკულ ადამიანს აქვს ცეცხლოვანი ხასიათი, რადგან მის ორგანიზმში ყვითელი ნაღველი ჭარბობს. იგი არის აქტიური, თავდაჯერებული, ამბიციური, ვნებიანი, ლიდერი, მოტივირებული, პრაქტიკული, აგრესიული, თეატრალური, უნებისყოფო, იმპულსური.
მელანქოლიური ადამიანის ორგანიზმში გადამეტებული რაოდენობით გამოიყოფა შავი ნაღველი. იგი არის: პოეტური, არტისტული, ფრთხილი, დამოუკიდებელი, გულისხმიერი, სერიოზული, თავშეკავებული, სანდო, დეპრესიული, მშფოთვარე, პესიმისტი.
სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანს, გალენის თეორიის მიხედვით, აქვს გადაჭარბებული რაოდენობის სისხლი. იგი არის: გულკეთილი, მხიარული, ოპტიმისტი, თავდაჯერებული, ქარიზმატული, კომუნიკაბელური, სპონტანური, იმპულსური, გულმავიწყი, ეგოისტი, გაფანტულგონებიანი.
ფლეგმატურ ადამიანს აქვს გადაჭარბებული რაოდენობის ლორწო. იგი არის: მშვიდი, ჩუმი, რაციონალური, თანმიმდევრული, ერთგული, სტაბილური, ცნობისმოყვარე, მორცხვი, ზარმაცი, ჯიუტი, სარკასტული.
მიუხედავად იმისა, რომ მისი თეორიის პრინციპების არამეცნიერულობა ბევრჯერ დამტკიცდა და დღეს ისინი ფსიქოლოგიის ნაწილად აღარ ითვლება, გალენის იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები ურთიერთდაკავშირებულია, კვლავ წარმოადგენს თანამედროვე თერაპიის არაერთი მეთოდის საფუძველს.
დღეისათვის ხალხში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ყველა ადამიანი არა - ერთი, არამედ ორი ტემპერამენტის ნარევს წარმოადგენს. ესენია: ქოლერიკული და სანგვინიკური; ქოლერიკული და მელანქოლიური; მელანქოლიური და ფლეგმატური; ფლეგმატური და სანგვინიკური.
2. Big 5
BIG 5, იგივე OCEAN-ის მოდელი, ფსიქომეტრიულ სისტემებს შორის ყველაზე ფართოდ აღიარებულია. იგი ადამიანებს ხუთი პიროვნული ფაქტორის განვითარების დონის საფუძველზე აფასებს. ესენია: გამოცდილებებისადმი ღიაობა, კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია, მიმღებლობა და ნევროტულობა. თითოეული ფაქტორი ისეთ თვისებებზე მიგვითითებს, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვთ ჩვენი ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
გამოცდილებებისადმი ღია ადამიანი, როგორც წესი, არის: მდიდარი წარმოსახვის მქონე, გამჭრიახი, ორიგინალური, გამბედავი, მრავალფეროვანი, გონიერი, შემოქმედებითი, ცნობისმოყვარე, ინტელექტუალური, კომპლექსური.
კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორც წესი, არის: შეუპოვარი, ამბიციური, ენერგიული, სანდო, მოხერხებული, სტაბილური, თანმიმდევრული, შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, გულმოდგინე.
ექსტრავერტი ადამიანი, როგორც წესი, არის: სოციალური, მეგობრული, თავდაჯერებული, დახვეწილი მოსაუბრე, მოსიყვარულე, მხიარული, დამაჯერებელი, ენერგიული, კონტაქტური.
მიმღები ადამიანი, როგორც წესი, არის: ალტრუისტული, თავმდაბალი, სანდო, თავაზიანი, ერთგული, მგრძნობიარე, მეგობრული, ყურადღებიანი, მოკრძალებული, მხნე.
ნევროტული ადამიანი, როგორც წესი, არის: პესიმისტი, თვითკრიტიკული, ზედმეტად მგრძნობიარე, უხერხული, ეჭვიანი, მშფოთვარე, ნერვიული, არასტაბილური, გაუბედავი, მერყევი.
იმის დასადგენად, თუ რომელ ტიპს განეკუთვნებით, BIG 5 ტესტის გავლა შეგიძლიათ.
3. MBTI - მაიერს ბრიგსის ტიპის ინდიკატორი
ადამიანის გონებას არსებული გარემოს, პიროვნული ურთიერთობების და საკუთარი თავის შემეცნებისთვის განსხვავებული კოგნიტური მეთოდები მოეპოვება. თითოეული ინდივიდი კი განსხვავებულ მიდგომას ანიჭებს უპირატესობას. შვეიცარიელი ფსიქიატრის, კარლ იუნგის თანახმად, არსებობს ასეთი ოთხი ძირითადი ფსიქოლოგიური ფუნქცია, რომელთა საშუალებითაც ვეცნობით სამყაროს. ესენია: შეგრძნება, ინტუიცია, აზროვნება და გრძნობა.
მოგვიანებით, ამ იდეებზე დაყრდნობით, ქეთრინ ბრიგსმა და მისმა ქალიშვილმა, იზაბელ მაიერსმა, ახალი თეორია შეიმუშავეს, რომელიც იუნგისეულ ოთხ არქეტიპს რვა კოგნიტურ მახასიათებელზე ანაწილებს და მათი კომბინაციის შედეგად ადამიანებს 16 განსხვავებულ ფსიქოლოგიურ ტიპად ჰყოფს.
თითოეული ფსიქოტიპი ოთხასოიანი აბრევიატურაა, რომელთაგან თითო ცალკეულ თავისებურებაზე მიგვითითებს. ფსიქოტიპის დადგენისას პასუხი ეცემა შემდეგ კითხვებს:
- როგორ ვიღებთ მენტალურ ენერგიას: მარტო ყოფნით (I ანუ ინტროვესია) თუ ადამიანთა ჯგუფთან ურთიერთობისას (E ანუ ექსტრავესია)?
- რა ტიპის ინფორმაციას ვანიჭებთ უპირატესობას: იმას, რაც რეალური და ხელშესახებია (S ანუ შეგრძნება) თუ იმას, რაც თეორულია და შესაძლებლობათა სამყაროში არსებობს (N ანუ ინტუიცია)?
- როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და როგორ ვუმკლავდებით ემოციებს: რაციონალურ და ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობით (T ანუ აზროვნება) თუ ჰარმონიასა და თანამშრომლობაზე ყურადღების გამახვილებით (F ანუ გრძნობა)?
- როგორია ჩვენი ცხოვრების ტემპი: სტრუქტურული, ორგანიზებული და პროგნოზირებადი (J ანუ შეფასება) თუ სპონტანური და იმპროვიზაციაზე ორიენტირებული (P ანუ აღქმა)?
მაგალითად, ადამიანი რომლის ფსიქოტიპი არის ISFJ (ზედმეტსახელად მფარველი, მისი გამორჩეულად მზრუნველი ბუნების გამო) ასე ხასიათდება:
I – ენერგიას იღებს მარტო ყოფნით, დიდ სოციალურ ჯგუფებს ახლობელთა ვიწრო წრეს ამჯობინებს და ადამიანებთან ხანგრძლივი ინტერაქციის შემდეგ ენერგიის აღსადგენად მარტო ყოფნას საჭიროებს.
S – უპირატესობას ანიჭებს რეალურ, ხელშესახებ ინფორმაციას, რომელსაც მგრძნობელობის ორგანოების მეშვეობით იღებს, არის პრაქტიკული და პრაგმატული.
F – გადაწყვეტილებების მიღებისას მისთვის მთავარია ჰარმონიის, სიმშვიდისა და ადამიანებთან თანამშრომლური ურთიერთობების შენარჩუნება. რაციონალური არგუმენტები მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ ზემოაღნიშნული ფაქტორების შენარჩუნებას ემსახურება.
J – მისი ცხოვრების წესი არის ორგანიზებული, თავს არაკომფორტულად გრძნობს სიტუაციებში, სადაც იმპროვიზაციის უნარის გამოვლენაა საჭირო. ურჩვენია, ყველაფერი იყოს წინასწარ დაგეგმილი და პროგნოზირებადი, ვიდრე - სპონტანური.
ამ ტიპოლოგიის მიხედვით თქვენი ხასიათის დამდგენი ტესტიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ, თუ რომელი ცნობილი ადამიანები და პერსონაჟები იზიარებენ თქვენს ფსიქოტიპს. ამასთან, ვებგვერდზე ჩვენი ქვეყნიდან შესული 13 ათასზე მეტი მომხმარებლის მიერ შევსებული ტესტის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის ზოგადი პროფილიც არის შედგენილი.
ტესტის გავლა საკუთარი და სხვა ადამიანების MBTI ფსიქოტიპის დადგენის ყველაზე სწრაფი და მარტივი გზაა. თუმცა, თუ გსურთ, უკეთ გაერკვეთ მიღებულ შედეგში, იმ რვა კოგნიტური ფუნქციის თეორიის შესწავლას გირჩევთ, რომელიც საფუძვლად უდევს თექვსმეტ ფსიქოტიპს.
4. ენეაგრამა
ერთი შეხედვით, ენეაგრამა რთული და მოუხერხებელია, თუმცა ახლო დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ იგი ერთობ დახვეწილი და თანმიმდევრული სისტემაა. ენეაგრამის მიხედვით არსებობს ცხრა ძირითადი ფსიქოტიპი, რომლებიც ერთიდან ცხრამდეა დანომრილი. ყველა ჩვენგანი ერთ ძირითად ტიპს მიეკუთვნება, თუმცა, ამასთან ერთად, გვაქვს მეორეხარისხოვანი ციფრებიც.
თითოეულ ფსიქოტიპს შესაბამისი პიროვნული თვისებები, ძირითადი მამოძრავებელი სურვილი და მთავარი შიში ახასიათებს.
ტიპი 1 ანუ რეფორმატორი ადამიანი არის იდეალისტი, პრინციპული, მიზანმიმართული, გულწრფელი, მოწესრიგებული, მოუთმენელი და კრიტიკული. მისი ძირეული შიში გაბოროტება და ნაკლის ქონაა, მთავარი მამოძრავებელი სურვილი კი - კეთილსინდისიერების და სამართლიანობის შენარჩუნება.
ტიპი 2 ანუ დამხმარე ადამიანი არის მზრუნველი, ურთიერთობებზე ორიენტირებული, კონტაქტური, ხელგაშლილი, თანამგრძნობი, ემოციების ღიად მაჩვენებელი და ზოგჯერ მანიპულატორი. მისი ძირეული შიში უსიყვარულობა და არასასურველობაა. მთავარი მამოძრავებელი სურვილი კი სიყვარულის პოვნა გახლავთ.
ტიპი 3 ანუ გამარჯვებული ადამიანი არის ამბიციური, პრაგმატული, მონდომებული, ოპტიმისტური, თავდაჯერებული, პატივმოყვარე და იმიჯზე ორიენტირებული. მისი ძირეული შიში უვარგისობაა, ხოლო მთავარი მამოძრავებელი სურვილი პიროვნული ღირებულების მოპოვება.
ტიპი 4 ანუ ინდივიდუალისტი ადამიანი არის რომანტიკული, შემოქმედებითი, დახვეწილი, თვითდაკვირვებული, ჯიუტი და ზედმეტად მგრძნობიარე. მის ძირეულ შიშს იდენტობის და მნიშვნელობის არქონა წარმოადგენს, ხოლო მთავარი მამოძრავებელი სურვილი უნიკალური იდენტობის შექმნაა.
ტიპი 5 ანუ გამომძიებელი ადამიანი არის ინტელექტუალური, დამოუკიდებელი, ცნობისმოყვარე, გამჭრიახი, დაკვირვებული, განმარტოვებული და ცინიკური. მისთვის ძირეული შიში უვარგისობაა, ხოლო მამოძრავებელი სურვილი - უნარების ათვისება და კომპეტენტურობა.
ტიპი 6 ანუ ერთგული ადამიანი არის სანდო, პრაქტიკული, პასუხისმგებლიანი, ენამახვილი, მშფოთვარე და პარანოიდული. ამ ტიპისთვის ძირეული შიში დაუცველობაა, მთავარ სურვილს კი უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მოპოვება წარმოადგენს.
ტიპი 7 ანუ ენთუზიასტი ადამიანი არის სპონტანური, მხიარული, მომხიბვლელი, მრავალმხრივი, გაფანტულგონებიანი და იმპულსური. მისი ძირეული შიში ტკივილის გრძნობა და შებოჭილობაა, მთავარი მამოძრავებელი სურვილი კი - კმაყოფილების განცდა და საკუთარი სურვილების რეალიზება.
ტიპი 8 ანუ გამომწვევი ადამიანი არის პირდაპირი, დამაჯერებელი, მტკიცე, გავლენიანი, თავდაჯერებული, კონფრონტაციული და არამგრძნობიარე. მისთვის ძირეულ შიშს სხვების კონტროლის ქვეშ ყოფნა წარმოადგენს, მთავარი სურვილს კი - საკუთარი თავის დაცვა.
ტიპი 9 ანუ მშვიდობისმყოფელი ადამიანი არის მშვიდი, ემპათიური, ტოლერანტული, მზრუნველი, დიპლომატიური, პასიური და გულმავიწყი. ამ ტიპისთვის ძირეული შიში დანაკარგის მიღება და განმარტოებაა. მისთვის მთავარ მამოძრავებელ სურვილს შინაგანი სტაბილურობა და სიმშვიდის ძიება წარმოადგენს.
ყველა ჩვენგანს ერთი ძირითადი ტიპი აქვს, თუმცა თითოეული ციფრი დიაგრამაზე მის მარჯვნივ ან მარცხნივ მდებარე ციფრთან წყვილდება - ამას ფრთას უწოდებენ, რომელიც ასობგერა w-თი აღინიშნება. მაგალითად, ადამიანს, რომლის ძირითად ციფრი ცხრაა, საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე 9w1 ან 9w8 ტიპი შეესაბამება. ამასთან ერთად, თეორიის თანახმად, თითო ტიპი კონკრეტულ ნეგატიურ ემოციაზე არის ზედმეტად ფოკუსირებული. ამის მიხდვით დიაგრამა სამ ტრიადად იყოფა: 9, 8 და 1 მიეკუთვნებიან ბრაზის ტრიადას; 2, 3 და 4 - სირცხვილის ტრიადას; ხოლო 5, 6 და 7 - შიშის ტრიადას. თითოეულ ტიპს ამ ემოციებთან გამკლავების თავისებური მეთოდები აქვს.
ცალკეული ფსიქოტიპის უფრო სიღრმისეულად გასაცანობად, შეგიძლიათ, ენეაგრამის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდს ეწვიოთ, ან პირდაპირ უფასო ტესტი გაიაროთ.
5. ფერების კოდი
რა ფერი ხარ შენ? ეს სისტემა ადამიანების ხასიათს ოთხ ფერად ჰყოფს. ეს ფერებია: წითელი (ძალაუფლებით მოტივირებული), ლურჯი (სიახლოვით მოტივირებული), თეთრი (მშვიდობით მოტივირებული) და ყვითელი (გართობით მოტივირებული). ფერების კოდის ტესტი 45 კითხვას მოიცავს. ამ სტატიაში ჩამოთვლილი სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ფერების კოდის კითხვარს პასუხები უნდა გასცეთ არა იმის მიხედვით, თუ როგორი ხართ ახლა, არამედ მოგიწევთ, კარგად გაიხსენოთ, როგორი იყავით ბავშვობაში და ამაზე დააფუძნოთ თქვენი პასუხები. თითოეულ ფერს შესაბამისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს.
წითელი ფერი
ძლიერი მხარეები: თავდაჯერებულობა, პრაგმატულობა, პასუხისმგებლიანობა, შეუპოვრობა, დამოუკიდებლობა, დომინანტურობა. სუსტი მხარეები: სიუხეშე, მოუთმენელობა, თანაგრძნობის არქონა.
ლურჯი ფერი
ძლიერი მხარეები: ერთგულება, სიმტკიცე, ვნებიანობა, შემოქმედებითობა, მოწესრიგებულობა, თავდადება. სუსტი მხარეები: პესიმიზმი, ეჭვიანობა, კრიტიკულობა.
თეთრი ფერი
ძლიერი მხარეები: ყურადღებიანობა, მიმღებლობა, მოთმინება, გამჭრიახობა, ლოგიკური აზროვნება, გულისხმიერება. სუსტი მხარეები: ჩაკეტილობა, თვითკრიტიკულობა, პასიურობა.
ყვითელი ფერი
ძლიერი მხარეები: ენთუზიაზმი, მომხიბვლელობა, სპონტანურობა, დამაჯერებლობა, მხიარულება, სოციალურობა. სუსტი მხარეები: ეგოიზმი, გონების გაფანტულობა, უპასუხისმგებლობა.
ჩამოთვლილი სისტემები არ არის მეცნიერულად ვალიდური. ეს ის თეორიებია, რომლებიც ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის მონახაზის შესაქმენლად შეიძლება გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არის აუცილებელი, ამა თუ იმ ფსიქოტიპის ყველა დამახასიათებელ თვისებას ვფლობდეთ, რათა კონკრეტული ჯგუფსითვის თავის მიკუთვნება შევძლოთ. ფსიქოტიპი არ განსაზღვრავს ჩვენს მთლიან პიროვნებას, არამედ გვაჩვენებს, თუ რა სისტემით ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილებების მიღებისას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დარგი არ არის ზუსტი მეცნიერება, ის საშუალებას გვაძლევს, საკუთარი თავი და სხვა ადამიანები უფრო სიღრმისეულად შევიცნოთ. მისი შესწავლა გვეხმარება, მეტი გავიგოთ ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებების მიღმა არსებული მიზეზშედეგობრივი პროცესების შესახებ. ამასთან ერთად, ის საშუალებას გვაძლევს, ამოვიცნოთ საკუთარი სისუტეები და ვისწავლოთ მათი ძლიერ მხარეებად გარდაქმნა. იგი გვიმარტივებს სხვა ფსიქოტიპის ადამიანებთან ურთერთობის მოდელის შექმნის პროცესს და გვთავაზობს ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია, მეტ-ნაკლები სიზუსტით გავთვალოთ ამა თუ იმ ფსიქოტიპისთვის წარმატებული კარიერული მიმართულებები.
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე: ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე: ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს
-
გადახედვაИнтер РАО: საქართველო საგანგებო სიტუაციის დროს რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მზადაა Интер РАО: საქართველო საგანგებო სიტუაციის დროს რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის მზადაა
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში "თბილისის შვიდეულს" შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში "თბილისის შვიდეულს" შეხვდა
-
გადახედვამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმისს შეხვდა
-
გადახედვაევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ევროკავშირმა TikTok-ის წინააღმდეგ რუმინეთის არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
-
გადახედვაევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
-
გადახედვასოხუმი თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს სოხუმი თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს
-
გადახედვაევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ
-
გადახედვარა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა
-
გადახედვაცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცესკოს განცხადება ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე
-
გადახედვასხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ
-
გადახედვა"ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს "ხელოვნების სახლი" გორის მერიიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს ნაომარ ქალაქზე ინსტალაციას უკავშირებს
-
გადახედვაპინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა პინა პიჩერნო: ქართველი ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის ჩვენი ბრძოლაა
-
გადახედვაოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას ითხოვს
-
გადახედვასახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
-
გადახედვაკომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა კომპანიების უარის გამო, შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა
-
გადახედვაკიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს კიტ კელოგი იანვარში კიევსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტს გეგმავს
-
გადახედვადავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას დავით ზედელაშვილი: ბატონ თადუმაძეს არ გააჩნია არსებითი უფლება, რომ მოითხოვოს ან მოლოდინი ჰქონდეს, რომ ლიეტუვამ ის თავის ტერიტორიაზე დაუშვას
-
გადახედვარობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას
კომენტარები