1969 წლის 16 ივლისს აპოლო 11-მა კენედის კოსმოსური ცენტრი დატოვა და მთვარისკენ გაემართა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ, 20 ივლისს, ნილ არმსტრონგი და ბაზ ალდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დაადგეს.
მთვარეზე დაჯდომიდან ახლა უკვე 50 წელი გავიდა, თუმცა ეს მოვლენა დღესაც ისეთივე შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელია, როგორც ეს 50 წლის წინ იყო.
გთავაზობთ 10 რჩეულ ფოტოს აპოლოს მისიებიდან.
1. მთვარის მოდული Eagle მთვარეზე დასაშვებად ემზადება
2. ტერიტორია, რომელიც ალდრინმა და არმსტრონგმა შეისწავლეს, სიმშვიდის ზღვის სახელს ატარებს
3. აპოლო 12 — მთვარის ზედაპირზე ალდრინისა და არმსტრონგის დაშვებიდან ოთხ თვეში მთვარეზე ასტრონავტების ახალი წყვილი, ჩარლზ კონრადი და ალან ბინი დაეშვა.
4. დამშვები მოდული მთვარის ორბიტაზე არსებულ მართვის მოდულთან შესაერთებლად მიემართება, უკანა ფონზე ზედაპირზე დატოვებული დროშა მოჩანს
5. დაცემული ასტრონავტი — აპოლო 15-ის მიერ დატოვებული სკულპტურა და მემორიალი, რომელიც კოსმოსის შესწავლისთვის დაღუპული ასტრონავტების ხსოვნას ეძღვნება
6. აპოლო 16-ის დამშვები მოდული მთვარის ჰორიზონტზე
7. აპოლო 12 — წვეთები ფანჯარაზე
7. დამშვებ მოდულებზე დამაგრებულ ფირფიტებზე, რომლებიც ასტრონავტებმა მთვარეზე დატოვეს, შემდეგ ტექსტს ვკითხულობთ: "აქ ადამიანებმა, დედამიწიდან, მთვარეზე ფეხი პირველად დადგეს. 1969 წლის ივლისი. ჩვენ მოვედით მშვიდობიანად, მთელი კაცობრიობის სახელით"
8. აპოლო 9 — ასტრონავტი მართვის მოდულიდან
9. აპოლო 11 — გაშვება
10. სახლი
ბონუს ფოტო: აპოლო 17 — დასვრილი სკაფანდრები და ჯინი კერნანი, რომელმაც აპოლოს ფინალური მისიისას მთვარის ზედაპირიდან ხომალდში ბოლომ შემოაბიჯა
კომენტარები