ამაღამ მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა — როგორ ვუყუროთ?
საქართველოდან დღეს ღამით მთვარის ნაწილობრივი დაბნელების ცქერას შეძლებთ. აღსანიშნავია, რომ მთვარის ნაწილობრივი დაბნელება აპოლო 11-ის გაშვების 50 წლისთავს ემთხვევა. აპოლო 11-ის ეკიპაჟი ფლორიდიდან 1969 წლის 16 ივლისს გაეშვა. მათი მოგზაურობა კი ოთხი დღის შემდეგ დასრულდა, როდეაც ნილ არმსტრონგმა მთვარეზე პირველი ნაბიჯი გადადგა.
ნაწილობრივი დაბნელების დროს მთვარის ნაწილი დედამიწის ჩრდილში ხვდება. დაბნელება თბილისის დროით 22 საათსა და 43 წუთზე დაიწყება, პიკს კი შუაღამის პირველ საათსა და 30 წუთზე მიაღწევს. დაბნელება კი დილის 4 საათსა და 17 წუთზე დასრულდება.
დღეს თბილისში ღამით მეტნაკლებად მოწმენდილი ცაა მოსალოდნელი, შესაბამისად, დაბნელების საყურებლად ღრუბლები არ დაგვაბრკოლებს.
გარდა ევროპისა მთვარის ნაწილობრივი დაბნელების ნახვა აფრიკიდან, აზიის უმეტესი ნაწილიდან, სამხრეთ ამერიკისა და დასავლეთ ავსტრალიიდან იქნება შესაძლებელი.
კომენტარები