პერსონალური ფინანსური ასისტენტი ტერა ბოტინი, ფინანსების მართვის საჭიროებაზე გვიამბობს
თქვენ, ისევე როგორც ადამიანების უდიდეს ნაწილს, ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ ფინანსებს არასწორად ანაწილებთ. ჩვენს ეპოქაში ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რადგან ირგვლივ უამრავი საცდური გვაქვს, რისთვისაც ფულის დახარჯვა არ გვენანება, მითუმეტეს როცა ხელფასი ახალი ჩარიცხულია.
თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი შემოსავლების მიზნობრივად განაწილება აუცილებელია დანაზოგების გასაკეთებლად და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. თუ აქამდე ვერაფრით მოაბით თავი ამ პროცესის დაწყებას და კვალიფიციურ რჩევებს ეძებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
ახლა უკვე შეგიძლიათ ტერა ბოტინი გაიცნოთ, დაუმეგობრდეთ და მისგან საუკეთესო რჩევები მიიღოთ ფინანსების სწორად განაწილებასთან დაკავშირებით. ტერა ბოტინი პერსონალური ფინანსური ასისტენტია და ჩვენ მის შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ინფორმაციას გაგაცნობთ:
- დაიბადა თბილისში, თუმცა არეულობების გამო საქართველო მშობლებთან ერთად მალევე დატოვა და აშშ-ში გადაცხოვრდა;
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში ფინანსური ტექნოლოგიების სამხრეთის უნივერსიტეტში, MBA კი ჩიკაგოს ტექნოლოგიისა და ინოვაციის აკადემიაში მიიღო. ამავე წლებში გახდა სერტიფიცირებული CFA (Chartered Financial Assistant);
- შემდეგ სან-ფრანცისკოში უმსხვილეს ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია CCG-ში (California Consulting Group) პერსონალურ ფინანსურ ასისტენტად დაიწყო მუშაობა, 1 წელიწადში კი ციფრული ფინანსური სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა;
- IFA-ზე (Internation Fintech Award), რომელიც ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო დაჯილდოვებაა, ტერა ბოტინმა "ამომავალი ვარსკვლავის" ნომინაციაში ჯილდო მოიპოვა;
- დღეს მართავს საკუთარ ბიზნესს, პერსონალური ფინანსური ასისტენტების სააგენტოს “Botin Assistants” და ამ განხრით, ფრილანსერადაც მუშაობს. '
ჩვენ გადავწყვიტეთ ტერა ბოტინთან ინტერვიუ ჩაგვეწერა და ფინანსების სწორად განაწილების შესახებ მნიშვნელოვანი კითხვები დავუსვით, რომლებიც თქვენც დაგეხმარებათ.
ფინანსების სწორად მართვა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობისთვის, თუმცა თანამედროვეობაში მან სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა. მოგვიყევი, როგორ განსხვავდება დღევანდელი მდგომარეობა და რა ახალი შესაძლებლობები გვაქვს ფინანსების მართვის თვალსაზრისით?
გადავხედოთ ისტორიას. XVIII საუკუნეში, საფრანგეთის დედოფლის, მარია ანტუანეტას მფლანგველობამ, მარიას და მისი მეუღლის ტახტიდან ჩამოგდება განაპირობა. მიზეზი ერთი იყო, მძიმე ეკონომიკური კრიზისის დროს ფულის გადაჭარბებული ხარჯვა. ისტორია გვაჩვენებს, რომ ნებისმიერ დროში, ფინანსების არასწორ განკარგვას ადამიანები სავალალო შედეგებამდე მიჰყავდა. ამ მხრივ, სამყაროში არაფერი შეცვლილა. თუ ფინანსებს დაუფიქრებლად მოვექცევით, ადამიანის ცხოვრების დონის გაუარესება შეუქცევადი პროცესი იქნება.
დღეს, ფინანსური სექტორი ცდილობს ადამიანებს შემოსავლის სწორად განკარგვაში დაეხმაროს. რატომ? ჩვენს საუკუნეში, ეს ფაქტობრივად აქსიომაა: თუ ინდივიდს საკუთარი ფინანსების სწორად მართვაში (ვგულისხმობ, დაბანდებას, ხარჯვასა და დაგროვებას) დავეხმარებით, ამით მთლიანი ეკონომიკის გაძლიერებას შევუწყობთ ხელს.
სწორედ ამ გარემოებამ შექმნა მოთხოვნა პერსონალურ ფინანსურ ასისტენტებზე, რომლებიც, ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, მათ ფინანსების სწორად განკარგვაში ეხმარებიან და ამ ქცევას ჩვევად უყალიბებენ. ორგანიზაციები ცდილობენ ეს სერვისი კიდევ უფრო დახვეწონ და მომხმარებელს ფინანსურ ასისტენტთან კომუნიკაცია მაქსიმალურად გაუმარტივონ. ამ პროცესებმა განაპირობა ის, რომ ფინანსური ასისტენტები ციფრულ სამყაროშიც გამოჩნდნენ. ასე, მომხმარებელს აღარ უწევს მომსახურების მისაღებად სადმე მისვლა, რჩევებს დისტანციურად იღებს და ამავდროულად ზოგავს დროს.
ადამიანები ხშირად საუბრობენ, რომ ფინანსების სწორად განაწილება საშუალო ან დაბალი შემოსავლების პირობებში ძალიან რთულია და ეს მხოლოდ მაღალშემოსავლიან ადამიანებს შეუძლიათ. რამდენად სწორია ასეთი თვალთახედვა?
თავისთავად, უფრო რთული ამოცანაა შემოსავლის სწორად მართვა და დაზოგვა, როდესაც ადამიანს დაბალი შემოსავალი აქვს, თუმცა მთავარი მოცემულობა არ იცვლება — ყველაფერი ხომ შეფარდებითია. განსხვავება მაღალ და დაბალშემოსავლიან ადამიანებს შორის ის არის, რომ დაბალშემოსავლიან ადამიანებს თანხის დაზოგვისთვის უფრო დიდი დრო სჭირდებათ, ფინანსების სწორად განკარგვისთვის კი, უფრო დიდი ძალისხმევა.
ადამიანებს ხშირად გვიჭირს ხელფასიდან ხელფასამდე თანხის გადანაწილება და შუალედში ხან სესხების, ხან კი ვალების აღება გვიწევს. რა გამოსავალი არსებობს?
გამოსავლის პოვნისთვის, პირველი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ შესაძლოა, ყველა სურვილი ერთი თვის ხელფასით ვერ აიხდინოთ. მთავარი მიზეზიც სწორედ აქ იმალება: ადამიანები ჩქარობენ სასურველი ნივთების შეძენას. დაფიქრდით, იქნებ ამის გაკეთება შემდეგ თვეშიც შეგიძლიათ?
ფულის გადახარჯვის თავიდან ასარიდებლად, ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული მეთოდი ხარჯების აღრიცხვა და მათი კატეგორიზაციაა. ჩემი რჩევაა ეცადოთ, რომ ხელფასი ჩარიცხვისთანავე გაანაწილოთ. თუ თქვენ ჩამოწერთ მიმდინარე თვის ფინანსურ ვალდებულებებს, სასურველ ნივთებსა თუ აქტივობებს და მათ პრიორიტეტების მიხედვით გაანაწილებთ, თვის ბოლოს, შესაძლოა თანხის სესხება აღარ მოგიწიოთ.
ჩვენ ხშირად ირაციონალური სურვილები გვაქვს და პრიორიტეტების გამოყოფა გვიჭირს. ზოგჯერ გაუთვალისწინებელი ხარჯები იმდენად გვეზრდება, რომ ვერც კი ვხვდებით, როგორ დავხარჯეთ ფული. რას გვირჩევდი ასეთ დროს?
ეს ბუნებრივია. ყველა ადამიანს აქვს სურვილები, ამ სურვილებს პასუხისმგებლობები ემატება და საბოლოოდ, რთულია პრიორიტეტის გამოყოფა. დასვენება, ბინის რემონტი, შვილის განათლებისთვის დაზოგილი თანხა თუ უძრავი ქონების შეძენა — ღრმა ანალიზის გარეშე, გვეჩვენება, რომ დრო არ ითმენს და ჩამოთვლილთაგან არ შეგვიძლია ზოგიერთი სურვილი თუ ვალდებულება სამომავლოდ გადავდოთ. იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელმა ხარჯმა არ შეგვაშინოს, სასურველია ამისათვის წინასწარ გვქონდეს გათვლილი თანხა. როგორც ზემოთ ვახსენე, საჭიროა ყოველთვიური ხარჯების ჩამოწერა, მათი დახარისხება და თუნდაც მიზერული თანხის გამოყოფა მოულოდნელი შემთხვევებისთვის.
რამდენად შესაძლებელია, რომ ფინანსების სწორად განაწილების შემთხვევაში ჩვენი ცხოვრების დონე გაიზარდოს?
ეს უწყვეტი ჯაჭვია. ფინანსების სწორად განაწილება ავტომატურად ზრდის ჩვენი ცხოვრების დონეს. წარმოიდგინეთ, რომ შემოსავალი გყოფნით ყველაფერზე, რასაც კი მოისურვებთ. ეს ხომ უმაღლესი საფეხურია, შემდეგ მხოლოდ გვრჩება ახალი სურვილების მოფიქრება და შემოსავლის გაზრდაზე მუშაობა.
როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად სწორად ვანაწილებთ ჩვენს შემოსავლებს?
თუ თქვენი შემოსავალი სურვილების ახდენის საშუალებას გაძლევთ, თვის ბოლოს გარკვეული თანხა გრჩებათ და მცირე დანაზოგიც გაკეთებული გაქვთ — გილოცავთ! თქვენ იპოვეთ ხარჯვის ინდივიდუალური მოდელი.
ტერა ბოტინის სრული კარიერული გზის ნახვა მის Linkedin-ის გვერდზე შეგიძლიათ. მასთან გასაუბრება კი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა



კომენტარები