იუთუბი სავსეა კატების ვიდეოებითა და Vine-ის კომპილაციებით, თუმცა გარდა ამისა, პლატფორმაზე უამრავი საინტერესო და შემეცნებითი ვიდეოა, რომელთა წყალობითაც უამრავი ინფორმაციის მიღება შეიძლება.

არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მეცნიერი ხართ, მხატვარი, სტუდენტი, მასწავლებელი თუ უბრალოდ ნერდი, რომელსაც სურს მეცნიერულად გაარკვიოს, ის კაბა თეთრი და ოქროსფერია, თუ ლურჯი და შავი.

ამ სტატიაში მე შევკრიბე იუთუბის 10 ყველაზე შემეცნებითი, საინტერესო, სახალისო და უჩვეულო არხი.

1. Sci Show

ჰენკ გრინი ყოველდღიური სახალისო სამეცნიერო ვიდეოებით ჩვენ გარშემო არსებული უცნაური და საკვირველი სამყაროს ახსნას ცდილობს. რატომ ბზუიან ფუტკრები? ტივტივებენ თუ არა ზომბები წყალში?

ამჟამად არხს 5,7 მილიონი გამომწერი ჰყავს.

2. ASAPscience

ASAPscience მიშელ მოფიტისა და გრეგორი ბრაუნის მიერ შექმნილი არხია, რომელიც ყოველკვირეულ სამეცნიერო ვიდეოებს გვთავაზობს. როდის უნდა გყავდეთ ბავშვი? რამდენი ბანანი უნდა ჭამოთ, რათა მოკვდეთ?

ამჟამად არხს 8,6 მილიონი გამომწერი ჰყავს.

3. In a Nutshell – Kurzgesagt

Kurzgesagt იუთუბზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო არხია, რომელიც ულამაზესი ანიმაციებითა და ილუსტრაციებით გამოირჩევა. არხის ვიდეოები ძირითადად ფილოსოფიურ და სამეცნიერო საკითხებს ეხება. როგორ გაჩნდა ცნობიერება? რატომ ვბერდებით?

ამჟამად არხს 8,9 მილიონი გამომწერი ჰყავს.

4. Vsauce

Vsauce მაიკლ სტივენსის მიერ შექმნილი არხია. მისი ვიდეოები სამეცნიერო, ფსიქოლოგიური, მათემატიკური და ფილოსოფიური თემებისგან შედგება. რას იწონის ჩრდილი? სად მიდის წაშლილი ფაილები? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც სტივენსი საკუთარ ვიდეოებში ცდილობს.

ამჟამად არხს 14 მილიონი გამომწერი ჰყავს.

5. Vsauce2

Vsauce2 ასევე მაიკლ სტივენსის მიერ შექმნილი არხია. მისი წამყვანი კევინ ლიბერი ვიდეოებში მათემატიკურ პარადოქსებზე, გაჯეტებზე, ადამიანებზე და უამრავ უცნაურ ფაქტზე საუბრობს. რა არის პარადოქსი? სად ვიმყოფები მე?

ამჟამად არხს 4,1 მილიონი გამომწერი ჰყავს.

6. Veritasium

Veritasium დერეკ მიულერის მიერ შექმნილი არხია, სადაც ის მისთვის საინტერესო საკითხებზე საუბრობს. როგორ იცვლიან ქამელეონები ფერებს? რა არის მსოფლიიოს ყველაზე მრგვალი ობიექტი?

ამჟამად არხს 5,9 მილიონი გამომწერი ჰყავს.

7. School of Life

School of Life-ის მიზანი ადამიანთათვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რომლის მიღებაც სკოლაში, უნივერსიტეტსა და სამსახურში შეუძლებელია. როგორ გავიცნოთ საკუთარი თავი? როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები?

ამჟამად არხს 4,5 მილიონი გამომწერი ჰყავს.

8. CrashCourse

CrashCourse ის არხია, რომელიც გამოცდის წინა ღამით მსხნელად მოგევლინებათ. არხის ვიდეოებში სხვადასხვა საკითხი მაქსიმალურად მოკლედ და ინფორმაციულად არის განხილული. რა არის ფილოსოფია? როგორ გავუმკლავდეთ კონფლიქტს?

9. Wendover Productions

თუ ტრანსპორტი, განსაკუთრებით კი ავიაცია გიზიდავთ, ეს არხი აუცილებლად უნდა ნახოთ. რატომ არის ფრენა ასეთი ძვირი? როგორ მუშაობს ერთდღიანი შიპინგი?

Wendover Productions-ის იუთუბ არხზე ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ადვილად იპოვით.

ამჟამად არხს 2 მილიონი გამომწერი ჰყავს.

10. RealEngineering

ეს არხი ინჟინერიის ყველა მოყვარულს დააინტერესებს. რატომ არსებობს ამდენი სხვადასხვა ტიპის ჭანჭიკი? რატომ არის თვითმფრინავების ფანჯრები მომრგვალებული?

არხს ამჟამად 1,8 მილიონი გამომწერი ჰყავს.