ამ დრომდე სპეციალურად გეიმერებისთვის შექმნილი პროდუქტები ძირითადად მაისურებით, კომპიუტერის სკამებითა და ენერგეტიკული სასმელებით შემოიფარგლებოდა.

ახლა კი Microsoft-მა კომპანია Axe-თან ერთად გეიმერებისთვის შექმნილი თავის მოვლის საშუალებები წარადგინა, რომელშიც შხაპის გელი, დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი შედის. პროდუქტები ხელმისაწვდომი ივლისში გახდება, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ავსტრალიაში.

მაიკროსოფტის თქმით, აღნიშნულ პროდუქტებს ხილის, მცენარეებისა და ხისთვის დამახასიათებელი სუნი ექნება.

Lynx Xbox-ს მწვანე ციტრუსების სუნი დაკრავს. ასევე იგრძნობთ ლაიმის, ლიმონის, პიტნისა და სალბის ნოტებს.