მარიხუანის მომხმარებლებს 20%-ით მეტი სექსი აქვთ – სტენფორდის კვლევა
გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება ადამიანებს აზარმაცებს. შეიძლება ხშირად მოისმინოთ აზრი, რომ მარიხუანის მომხმარებლებს ყველაფერი ეზარებათ, მათ შორის სექსიც. თუმცა, სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს ასე სულაც არ არის. ირკვევა, რომ ადამიანებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, სექსი უფრო ხშირად აქვთ. ქალების დიდი ნაწილი კი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარების შემდეგ, მათთვის სექსი უფრო სასიამოვნოა.
დაახლოებით ერთი წლის წინ სექსუალური მედიცინის ჟურნალში Journal of Sexual Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევით ვიგებთ, რომ ადამიანებს, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, 20%-ით მეტი სექსი აქვთ.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარების გუნდმა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გააანალიზეს, რომელშიც 28 000 ქალისა და 22 000 კაცის გამოკითხვით მიღებული მონაცემები შედიოდა. მეცნიერებმა ვერ ნახეს ვერანაირი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ მარიხუანა სქესობრივ ლტოლვას აქვეითებს.
"მარიხუანას ხშირ მოხმარებას სქესობრივ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. პირიქით, საერთო ნიშანი ამ მონაცემებს შორის გახშირებული სექსია", - აცხადებს კვლევის თანაავტორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი მაიკლ ეიზენბერგი.
მან ასევე დასძინა, რომ კვლევა მარიხუანასა და სექსს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას არ ამტკიცებს, მაგრამ მიუთითებს, რომ მარიხუანის მოხმარება სექსის სურვილს ზრდის.
"ზოგადი ტრენდი ყველა რასის, ასაკის, განათლების დონის, რელიგიის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახური მდგომარეობის მქონე ადამიანებში მსგავსი იყო", - აცხადებს ეიზენბერგი.
2017 წლის დასაწყისში ამავე ჟურნალში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევით ირკვევა, რომ იმ ქალების 68 პროცენტისთვის, ვინც მარიხუანას მოიხმარს, სექსი უფრო სასიამოვნოა.
2017 წელს გაეროს მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მარიხუანას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 238 მილიონი ადამიანი მოიხმარს.
ნარკოტიკების მოხმარების შესახებ დისკუსიებს უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით და უმჯობესია, რომ ასეთ საკითხებზე საუბრისას უფრო მეტად სამეცნიერო კვლევებს დავეყრდნოთ, ვიდრე ხალხში გავრცელებულ ცრურწმენებს.
მარიხუანა უფრო და უფრო ხშრად გამოიყენება მედიცინაშიც, თუმცა ამ საკითხს ახალი რეგულაციების მიღების ნელი ტემპი აფერხებს.
თუ ზემოთ მოცემულ კვლევებს დავეყრდნობით, ერთი რამ აშკარაა, მარიხუანის მომხმარებლები სექსისადმი ინტერესს ნამდვილად არ კარგავენ
კომენტარები