კვირის 10 მთავარი სამეცნიერო სიახლე, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ (14-21 დეკემბერი)
ჩვენ შევკრიბეთ ის მთავარი სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც შეიძლება დატვირთული კვირის განმავლობაში გამოგრჩენოდათ.
1. ადამიანები, რომლებიც არ არსებობენ - ეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოებია
Nvidia-ს ინჟინრებმა ხელოვნური ნეირონული ქსელებით ადამიანების სურათები შექმნეს, რომელთა გარჩევაც ნამდვილისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს ფოტოები შეიძლება ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდისთვის იქნეს გამოყენებული.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xfz
2. NASA: სატურნის რგოლები მალე გაქრება
სატურნის რგოლები ძირითადად წყლის, ქვებისა და მტვრისგან შედგება. პლანეტას 1980-იან წლებში ნასას ხომალდი, ვოიაჯერი ესტუმრა, რომელმაც აღმოაჩინა ფენომენი, რომელიც "რგოლების წვიმის" სახელით არის ცნობილი. ამ ფენომენის გამო, რგოლები მატერიას მუდმივად კარგავს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xgh
3. დამატებითი X ქრომოსომის გამო, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ
ცნობილია, რომ საშუალოდ, ქალები კაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამაში როლს სავარაუდოდ უამრავი სხვადახვა ფაქტორი თამაშობს, ახალი კვლევა კი მიუთითებს, რომ პასუხი ნაწილობრივ X ქრომოსომაში იმალება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xh6
4. ილონ მასკმა მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბის პირველი პროტოტიპი წარადგინა
რამდენიმე დღის წინ Boring Company-მ სამომავლო გვირაბების პროტოტიპი წარადგინა, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაჯდა. გვირაბში გადაადგილება ტესლას Model X-ის სპეციალურად მოდიფიცირებული მოდელით შეიძლება.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xiy
5. ჩინეთისა და რუსეთის საეჭვო ექსპერიმენტებმა დედამიწის ატმოსფერო შეცვალა
ჩინეთმა და რუსეთმა ექსპერიმენტების სერიის ფარგლებში მაღალი სიხშირის რადიოტალღებით დედამიწის ატმოსფეროზე გავლენა მოახდინა. ერთ-ერთი ექსპერიმენტისას იონოსფეროში არსებული იონიზებული გაზის ტემპერატურამ 100 გრადუსით მოიმატა.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xj5
6. ახალი თეორიის მიხედვით, შავი ხვრელებით მატერია მომავალში მოგზაურობს
მეცნიერების თქმით, შავ ხვრელებზე ჩვენი წარმოდგენები შესაძლოა სრულად არასწორი იყოს. მეცნიერების ვარაუდით, შავ ხვრელთან არსებული ძლიერი მიზიდულობის ძალები დრო-სივრცის მომავლისკენ გაღუნვასა და თეთრი ხვრელის წარმოქმნას იწვევენ, რომელიც მატერიას კი არ იწოვს, არამედ აფრქვევს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xki
7. მარსის უახლეს ფოტოზე ყინულით სავსე უზარმაზარი კრატერი ჩანს
რამდენიმე დღის წინ ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ თანამგზავრ მარს ექსპრესის მიერ გადაღებული ახალი ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოზე 80-კილომეტრიანი კრატერი ჩანს. კრატერი მთელი წლის განმავლობაში გაყინულია, ყინულის სისქე კი 1800 მეტრს აღწევს.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xl1
8. გენმოდიფიცირებული მცენარე თქვენს სახლში ჰაერს კანცეროგენებისგან გაწმენდს
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მცენარეში გენი გადანერგეს, რომელიც ცილა ციტოქრომ P450-ს წარმოქმნის. აღნიშნულ ცილას ჰაერიდან კანცეროგენების, კერძოდ, ბენზენისა და ქლოროფორმის შთანთქმა და მათი გადამუშავება შეუძლია.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xls
9. დედამიწა ყოველდღიურად ასეულობით ტონა ჟანგბადს კარგავს
დედამიწის ატმოსფეროდან კოსმოსში გაზების გადინება კომპლექსური პროცესია, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებულად მიმდინარეობს. ამ მოვლენას მეცნიერები "გაზის შადრევანს" უწოდებენ. მეცნიერებმა დადაგინეს, რომ აღნიშნული პროცესი პოლარულ ციალთან არის დაკავშირებული.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xkb
10. სარკის ტესტი ცხოველების თვითცნობიერებაზე მეტად, ჩვენს სისუსტეებზე მეტყველებს
სარკის ტესტი ხშირად გამოიყენება იმის დასადგენად, გააჩნია თუ არა ორგანიზმს თვითცნობიერება. ახლა კი ერთ-ერთმა თევზმა, აღნიშნული ტესტი წარმატებით გაიარა, რაც ეჭვებს აჩენს. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცხოველებში თვითცნობიერების დასადგენად ახალი მეთოდების შემუშავებაა საჭირო.
გაიგეთ მეტი: http://go.on.ge/xjh
კომენტარები