2020 წლიდან ფეისბუქი სრულად განახლებად ენერგიაზე იმუშავებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ფეისბუქი საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ 2020 წლისთვის კომპანია სრულად განახლებად ენერგიაზე იმუშავებს, ხოლო სათბურის გაზების გამოყოფას კი 75 პროცენტით შეამცირებს.
ფეისბუქმა 2015 წელს დასახულ მიზანს, რომ 2018 წელს კომპანიის მიერ დახარჯული ენერგიის 50 პროცენტი განახლებადი წყაროებიდან უნდა ყოფილიყო მიღებული 2017 წელს, ერთი წლით ადრე მიაღწია.
ფეისბუქის მსგავსად განახლებად ენერგიაზე გადასვლას სხვა დიდი კომპანიებიც ცდილობენ. ივნისში სამსუნგმა განაცხადა, რომ 2020 წელს კომპანია მხოლოდ ქარისა და მზის ენერგიას გამოიყენებს. Apple-მა კი ამ მიზანს 2018 წელს მიაღწია.
კომენტარები