პანასონიკის ახალი მოწყობილობა თქვენს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს მოაშორებს
ფოტო: Panasonic
პანასონიკმა ახალი მოწყობილობა შექმნა, რომელიც უამრავ ადამიანს ცხოვრებას გაუმარტივებს. გაიცანით, ეს სუნის მოსაშორებელი ხელსაწყო, ე.წ. დეოდორაიზერია, რომელიც თქვენს საყვარელ ბოტასებს გადაგდებისგან იხსნის.
მოწყობილობა "ნანო X" ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, ამის საშუალებით ის ჰიდროქსილის რადიკალებსა და იონებს აფრქვევს, რომლებიც ფეხსაცმელში ოფლისა და ბაქტერიების მიერ გამომუშავებული იზოვალერიანის მჟავით გამოწვეულ არასასიამოვნო სუნს აქრობენ.
ფოტო: Panasonic
დეოდორაიზერის გამოყენება საკმაოდ მარტივია, ის თქვენ შეგიძლიათ ღამით ჩართოთ, ხოლო დილით კი თქვენი ფეხსაცმელები ახალივით იქნება. მას მუშაობის ორი რეჟიმი აქვს, ნორმალური და გრძელი. ამის მიხედვით სუნის მოშორების პროცესს 5 ან 7 საათი დასჭირდება. ელექტროენერგიის არარსებობის შემთხვევაში კი მას ელემენტებზე მუშაობაც შეუძლია.
მოწყობილობის გაყიდვა იაპონიაში 2018 წლის 20 სექტემბერს დაიწყება.
ფოტო 1: Panasonic / ფოტო 2: Panasonic
კომენტარები