Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები
ნიუ-მექსიკო ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Meta-მ შეცდომაში შეიყვანა მომხმარებლები უსაფრთხოების საკითხებში და ხელი შეუწყო მათ დაზიანებას.
ფოტო: რაიან სანი/AP
2026 წლის 25 მარტს Meta-ს წინააღმდეგ ორ სხვადასხვა შტატში თითქმის ერთდროულად დასრულდა ხმაურიანი სასამართლო პროცესები. 24 საათის ინტერვალით ამერიკის ორმა სხვადასხვა სასამართლომ კომპანია ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულებში ცნო დამნაშავედ. სანამ ნიუ-მექსიკოში ნაფიცი მსაჯულები Meta-ს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის ხელშეწყობისთვის 375-მილიონიან ჯარიმას აკისრებდნენ, კალიფორნიის სასამართლომ ისტორიაში პირველად დაადგინა, რომ კომპანიის ალგორითმები შეგნებულად არის შექმნილი მოზარდებში სახიფათო დამოკიდებულების გამოსაწვევად.
ნიუ მექსიკოს საქმე
ნიუ-მექსიკოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სამშაბათს Meta-ს 375 მილიონი დოლარის ოდენობის სამოქალაქო ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიამ შეცდომაში შეიყვანა მომხმარებლები თავისი პლატფორმების უსაფრთხოების შესახებ და ხელი შეუწყო მომხმარებელთა დაზიანებას, მათ შორის ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას.
მარკ ზაკერბერგი ისტორიულ სასამართლო პროცესზე, სადაც უნდა გადაწყდეს, ახდენენ თუ არა სოციალური მედიის პლატფორმები ბავშვების შეგნებულად დამოკიდებულებაში ჩაგდებასა და მათ დაზიანებას.
ფოტო: რაიან სანი/AP
სამშაბათს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Meta ეწეოდა "უმსგავსო" სავაჭრო პრაქტიკას, რომელიც უსამართლოდ იყენებდა ბავშვების დაუცველობასა და გამოუცდელობას. მსაჯულებმა ასევე გამოავლინეს შტატის "არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის შესახებ კანონის" ათასობით დარღვევა, ეს არის ნიუ-მექსიკოს კანონი, რომელიც მომხმარებლებს არაკეთილსინდისიერი ბიზნესსაქმიანობისგან იცავს.
ნაფიცმა მსაჯულებმა Meta-ს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა დააკისრეს: 5,000 დოლარი თითოეულ დარღვევაზე, რაც ჯამში 375 მილიონ დოლარს შეადგენს.
ეს სარჩელი, პირველი შემთხვევაა, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta მის პლატფორმაზე ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხისმგებელ მხარედ ცნო. სარჩელი შტატის გენერალური პროკურორის ოფისმა 2023 წლის დეკემბერში შეიტანა. მას წინ უძღოდა იმავე წლის აპრილში გამოქვეყნებული Guardian-ის ორწლიანი გამოძიება, რომელმაც გამოავლინა, როგორ იქცა Facebook და Instagram ბავშვებით სექსუალური ვაჭრობის ბაზრად. აღნიშნული საგამოძიებო მასალა სარჩელში რამდენჯერმე იყო დამოწმებული.
"ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ისტორიული გამარჯვებაა თითოეული ბავშვისა და ოჯახისთვის, რომლებმაც ფასი გადაიხადეს Meta-ს გადაწყვეტილების გამო, ბავშვების უსაფრთხოებაზე წინ მოგება დაეყენებინა", — განაცხადა ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა, რაულ ტორესმა — "Meta-ს ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომ მათი პროდუქტები აზიანებდა ბავშვებს, უგულებელყვეს საკუთარი თანამშრომლების გაფრთხილებები და საზოგადოებას ატყუებდნენ იმის შესახებ, თუ რა იცოდნენ სინამდვილეში".
Meta-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ტორესი "სენსაციურ, შეუსაბამო არგუმენტებში და დოკუმენტების შერჩევითად გამოყენებაში" დაადანაშაულა. "ჩვენ პატივს ვცემთ, თუმცა არ ვეთანხმებით ვერდიქტს... ჩვენ კვლავაც ენერგიულად დავიცავთ თავს და დარწმუნებულნი ვართ ჩვენს ისტორიაში მოზარდების ონლაინ უსაფრთხოების დაცვის კუთხით", — აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები მოიცავდა 2024 წელს სამი მამაკაცის დაკავების დეტალებს, რომლებსაც ბავშვებზე სექსუალური ნადირობა და მათთან შეხვედრის მცდელობა ედებოდათ ბრალად. ეს იყო ფარული აგენტების მიერ ჩატარებული ოპერაციის ნაწილი, რომელსაც გენერალური პროკურორის ოფისმა "ოპერაცია მეტაფილი" (Operation MetaPhile) უწოდა.
ნიუ-მექსიკოს სასამართლოში ასევე განიხილეს Meta-ს 2023 წლის გადაწყვეტილება Facebook Messenger-ის დაშიფვრის შესახებ. სამართალდამცავების თქმით, ამან დაბლოკა წვდომა გადამწყვეტ მტკიცებულებებზე იმ დანაშაულების შესახებ, სადაც პრედატორები მესენჯერს არასრულწლოვნების შეცდენისა და მასალების გაცვლისთვის იყენებდნენ. გამომძიებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ Meta-ს მიერ ხელოვნურ ინტელექტზე გადამეტებულმა დამოკიდებულებამ წარმოშვა უამრავი "uსარგებლო" ანგარიში, რის გამოც რეალური დანაშაულების გამოძიება ვერ ხერხდებოდა.
სასამართლო პროცესის შემდეგი ფაზა 4 მაისს დაიწყება, სადაც პროკურორი ტორესი დამატებით ფინანსურ სანქციებსა და პლატფორმის დიზაინის ისეთ ცვლილებებს მოითხოვს, როგორიცაა ასაკის ეფექტური ვერიფიკაცია, პრედატორების პლატფორმიდან მოცილება და არასრულწლოვნების დაცვა დაშიფრული კომუნიკაციისგან, რომელიც ბოროტმოქმედებს ფარავს.
ჩაწერილი ჩვენებებისას მარკ ზაკერბერგმა და ადამ მოსერიმ განაცხადეს, რომ ბავშვებისთვის მიყენებული ზიანი, როგორიცაა სექსუალური ექსპლუატაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, პლატფორმების მასშტაბებიდან გამომდინარე "გარდაუვალი" იყო. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელები ასევე ამტკიცებდნენ, რომ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადეს უსაფრთხოების ტექნოლოგიებში, მათ შორის 2024 წელს გაშვებულ Instagram Teen Accounts-ში.
ტექნოლოგიური კომპანიები დიდი ხანია იყენებენ აშშ-ის ფედერალური კანონის 230-ე მუხლს, რომელიც მათ მომხმარებლების მიერ შექმნილ კონტენტზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. თუმცა, 2024 წლის ივნისში მოსამართლემ Meta-ს მცდელობა, ამ მუხლის საფუძველზე საქმე შეწყვეტილიყო, უარყო, რადგან სარჩელი ფოკუსირებული იყო თავად პლატფორმის დიზაინზე და არა მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სიტყვაზე.
პროცესი თითქმის შვიდ კვირას გაგრძელდა, ნაფიცმა მსაჯულებმა კი ვერდიქტზე დაახლოებით ერთი დღე ითათბირეს. ყოფილი პროკურორის, ჯონ უ. დეის თქმით, ეს გადაწყვეტილება "ხსნის გზას უამრავი სხვა სარჩელის, რეფორმისა და რეგულაციისკენ".
კალიფორნიის საქმე
პარალელურად, ლოს-ანჯელესის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta და YouTube პასუხისმგებელ მხარეებად ცნო ისეთი პროდუქტების შეგნებულად შექმნაში, რომლებმაც ახალგაზრდა მომხმარებლის მიჯაჭვულობა და მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ოთხშაბათს გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა გამოიჩინეს გულგრილობა და ვერ უზრუნველყვეს ადეკვატური გაფრთხილება მათი პროდუქტების პოტენციური საფრთხეების შესახებ.
ნაფიცმა მსაჯულებმა მოსარჩელეს 6 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურება მიაკუთვნეს, საიდანაც 70%-ს Meta გადაიხდის, დარჩენილ ნაწილს კი — YouTube. ვერდიქტის გამოსატანად თათბირი თითქმის ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს სარჩელი პირველი იყო მსგავს საქმეებს შორის, რომელიც სასამართლომდე მივიდა.
ადამიანები, რომლებმაც სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებით გამოწვეული სუიციდის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგეს.
ფოტო: ტედ სოკი/EPA
ექვსკვირიანი პროცესის განმავლობაში მსაჯულებმა მოუსმინეს Meta-სა და YouTube-ის წარმომადგენლებს, მამხილებლებსა და 20 წლის ქალს, რომელიც სარჩელის ცენტრშია და სასამართლო პროცესზე ინიციალებით KGM ფიგურირებს. KGM-მა ჩვენება მისცა, რომ იგი 6 წლის ასაკში YouTube-ზე გახდა დამოკიდებული, 9 წლის — Instagram-ზე. მან აღნიშნა, რომ 10 წლის ასაკში ჩავარდა დეპრესიაში და დაიწყო თვითდაზიანება. 13 წლის ასაკში თერაპევტმა სხეულის დისმორფული აშლილობა და სოციალური ფობია დაუდგინა, რასაც KGM სწორედ ამ პლატფორმების გამოყენებას უკავშირებს.
მოსარჩელეთა არგუმენტები 1990-იან წლებში თამბაქოს მსხვილი მწარმოებლების წინააღმდეგ წარმოებულ დავებს ჰგავდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ კაზინოების მსგავსი ტექნიკები და ფუნქციები, როგორიცაა უსასრულო სქროლვა და ვიდეოს ავტომატური გაშვება, სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანები აპლიკაციებში დარჩნენ. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა მოსარჩელის სასარგებლოდ უპასუხა ყველა დასმულ კითხვას.
Meta-მ და YouTube-მა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. Meta-ს წარმომადგენლის თქმით, მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა კომპლექსური საკითხია და მისი დაკავშირება მხოლოდ ერთ აპლიკაციასთან შეუძლებელია. YouTube-ის პრესსპიკერმა, ხოსე კასტანიედამ კი აღნიშნა, რომ პლატფორმა არასწორად არის შეფასებული, რადგან ის სტრიმინგ პლატფორმაა და არა სოციალური მედიის საიტი. კომპანიები ასევე ამტკიცებდნენ, რომ KGM-ის პრობლემები მისმა რთულმა ოჯახურმა პირობებმა გამოიწვია.
ეს პროცესი პირველია კალიფორნიაში Meta-ს, TikTok-ის, YouTube-ისა და Snap-ის წინააღმდეგ აღძრულ გაერთიანებულ საქმეთა ჯგუფში, რომელიც 1600-ზე მეტი მოსარჩელის სახელით შევიდა. KGM-ის საქმე ე.წ. "სანიმუშო" (bellwether) სასამართლო პროცესია, რომელიც მომდევნო წლებში დაგეგმილი 20-ზე მეტი მსგავსი დავისთვის სამართლებრივ პრეცედენტს დაამკვიდრებს.
მსხვერპლთა ოჯახის წევრების რეაქცია ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც Meta და YouTube პასუხისმგებელ მხარეებად ცნეს.
ფოტო: ფრედერიკ ჯ. ბრაუნი/AFP/Getty Images
კაზინოების მსგავსი ტექნიკები გულისხმობს ფსიქოლოგიური მანიპულაციის მეთოდებს, რომლებიც სოციალურ პლატფორმებს სათამაშო აპარატებად (სლოტების აპარატად) აქცევს: მაგალითად, "წყვეტილი ჯილდოს" პრინციპი მომხმარებელს აიძულებს დაუსრულებლად აახლოს გვერდი ახალი პოსტების ან ლაიქების მოლოდინში, ხოლო უსასრულო სქროლვა და ვიდეოს ავტომატური გაშვების ფუნქცია აქრობს ბუნებრივ ბარიერებს, რაც დროსა და სივრცეში ორიენტაციის დაკარგვას და ტრანსისებურ მდგომარეობას იწვევს. ეს დიზაინერული გადაწყვეტილებები მიზანმიმართულად იყენებს ადამიანის ტვინში დოპამინის გამოყოფის მექანიზმს, რათა ჩამოაყალიბოს ძლიერი მიჯაჭვულობა, რის წინაშეც განსაკუთრებით დაუცველები არასრულწლოვნები არიან, რომელთა თვითკონტროლის მექანიზმები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
-
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს" შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს"
გადახედვა
-
11 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება 11 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
გადახედვა
-
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია)
-
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს" მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს"
გადახედვა
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ" ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ"
გადახედვა
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა
-
გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
კომენტარები